სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







пятница, 25 сентября 2015 г.

ბიბი ქართულის გაკვეთილს ატარებს


საშინაო დავალება 28.09.15

ქართული___„თამაში“__მეტყველების განვითარება, სათანადო სიტყვებზე წინადადების შედგენა.

წერითი სამუშაო "საშინაო დავალების" რვეულში .

უკარხანეხეთ სამი სიტყვა და ,,დააწერინეთ " ფერადი ფაქრებით ... დაომახსოვრებენ _ იმედია , იმიტომ , რომ აქ შევეკითხები! :)



მათემატიკა___გვ.19 -გაკვეთილი-N6

დასაწერად ნიმუშები



  • დამატებით:


იხ.  აქ


P.S   ვისაც არ შეგხვდათ 
"მათემატიკის სავარჯიშო რვეული” __
უნდა შეიძინოთ თავად .  :((

четверг, 24 сентября 2015 г.

საშინაო დავალება 25/03/15

ქართული ___ "ქუჩა_"სურათის აღწერა კითხვებზე-პასუხით, საუბარი მოძრაობის წესებზე, შუქნიშანზე.
დასაწერად შესაბამისი ,,ელემენტები"
ზეპირი სავარჯიშოები :
საუბრის თემა-სიტყვა და ბგერა

შეხედეთ ნახატს და გამოიცანით სიტყვები ;


რამდენი სიტყვა დაასახელეთ?
 ნახატების დახმარებით გამოიცანით სიტყვები!
 ე.ი. ღორი, ძაღლი, თხა, სახლი, ეზო __სიტყვებია!

გამოყავი სიტყვაში პირველი ბგერა ---(ღ)ორი , (თ)ხა და ა.შ. __ღ- ბგერაა , თ-ბგერაა.
ახლა გამოიცანი ბოლო ბგერა__ღორ(ი)___ ი -ბგერაა!

მოიფიქრე ამ ბგერებზე სხვა სიტყვები:  ღ-ომი , თ-ავი და ა.შ.

ახლა გამოიცანი რამდენი ბგერაა ამ სიტყვებში და შესაბამისად გააფერადე იმდენი უჯრა ,რამდენი ბგერაცაა სიტყვაში ( სასურველია ბგერები იყოს  სხვადასხვა ფერის) 
მაგ.: ღ ო რ ი 

აგრეთვე  შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერად ჩხირები , გეომეტრიული ფიგურები, თუნდაც სხვა საგნები !!!

დასკვნა: მაშ სიტყვა შედგება ბგერებისაგან!!! ღ-ო-რ-ი

ლექსი იგივე ზეპირად.

მათემატიკა___ გაკვეთილი N5 (გვ.18)
გამოსაწერად წერის ელემენტები

დამატებით
ხაზვა ...იხ.   აქ

среда, 23 сентября 2015 г.

საშინაო დავალება 24.09.15





მათემატიკა___გაკვეთილი N4 (გვ.16-17) _ კითხვებზე -პასუხი, დეტალურად სურათის აღწერა , შეკითხვები დაუსვით ფერების , მხარის_მარჯვენა-მარცხენა, ზომის , სიტუაციის და ა. შ . მიხედვით. წერითი დავალება _ "მოსწავლის რვეულში" და ასევე საშინაო დავალების რვეულში .
 დასახატი დავალება თავიდან __ იქნებ ისე გააკეთებინოთ როგორც მქონდა მითითებული წინა დღის დავალებაში :) 

რვეულები აკლდა ბავშვებს ჩანთაში ჩაუდეთ 12ფურცლიანი რვეულები ქართულშიც და მათემატიკაშიც ... ხვალიდან გავცვლი.გადახატეთ ,რვეულში ,ორ სვეტად:


ნიმუში


    ქართული __ ,,ოჯახი" -სურათის აღწერა 
    დასაწერად _ წერის ელემენტები(გვ.12)
    ლექსი: ზეპირად !
    ლექსი არტისტულად და გამომეტყველებით !!!





    вторник, 22 сентября 2015 г.

    საშინაო დავალება 23.09.15

    ქართული___„გარეული ცხოველები და ფრინველები"( ლექსიკის გამდიდრება, მცირე ტექსტის შედგენა ილუსტრაციის მიხედვით)

    1. დეტალურად ჩამოთვალეთ რას ხედავთ სურათზე;
    2. ცხოველებია...
    3. მცენარეებია...
    4. რა ფერებია გამპყენებული 
    5. განვასხვავოთ ხეები _ რომელია მარად მწვანე
    6. რა უყვარს , რით იკვებება თითოეული მათგანი;
    7. რა ქვია მათ ნაშიერებს
    8. და ა. შ.
    დასაწერად : ნიმუში გვ.11 ,,სავ/რვ" და ს/დ-ისრვეულში

    მათემატიკა___ ,,რომელია პირველი?"(16)
    წერითი დავალება (16) ,,სავარჯიშო რვეულში" და ს/დ-ის რვეულში.

    ,,რეპეტიცია" სახლში , ასწავლეთ ჩანთიდან ყველა საჭირო ნივთის ამოღება :)):
    1. ამოიღე ქართული ს ყველა ნივთი!
    2. მათემატიკის!
    3. ამოიღე მხოლოდ მათემატიკის რვეულები!
    4. მხოლოდ ქართულის !
    5. ამოიღე ხატვის რვეული და ფანქრები!
    6. ინგლისურის
    7. და ა.შ.

    გადახატეთ ,რვეულში ,ორ სვეტად:


    ნიმუში



    გარედან (დავაწებოთ) უნდა ეწეროს სახელი და გვრი;
    ნივთები ჩადეთ და ისე მოიტანეთ , პარასკევს ამოხვალთ მშობლებო ოთახში და ამოაყოლებთ ამ 'პაპკასაც.'
    უნდა იდოს ,,მარაოები" წებო, კონვერტი , მოძრავი გამოსაჭრელი ანბანი,სახაზავი , სათლელი, საშლელი,  კონვერტი, ერთი პასტა დამატებით.