სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







четверг, 10 ноября 2016 г.

საინტერესო

შაბათ-კვირას საკითხავი

კეთილი გული

კოტე მდიდარი ოჯახიდან იყო, აღდგომის წინა დღეებში თავის თანატოლ ღარიბ სანდროსთან თამაშობდა. ამ დროს კოტეს სადილად დაუძახა მოსამსახურემ.

- სადილს რომ მორჩები, ისევ დაბრუნდი და გავაგრძელოთ თამაში, მე აქ მოგიცდი, - უთხრა სანდრომ კოტეს.

- განა შენ არ წახვალ სადილის საჭმელად სახლში ? - ჰკითხა კოტემ. 

- მე? არა... ჩვენ დღეს სადილად არაფერი გვაქვს, - უპასუხა სანდრომ და ამოიოხრა.

როცა კოტე სახლში შევიდა, მამას ყელზე მოეხვია და უთხრა: მამილო, შენ რომ სააღდგომოდ ტანსაცმელი უნდა მიყიდო, ის რა ეღირება? - სამი თუმანი (თუმანი იყო ფულის ერთეული ძველად), რატომ მეკითხები, შვილო? - მამილო, ნუ გამიჯავრდები და მე უნდა გთხოვო, რომ ეგ სამი თუმანი ფულად მაჩუქო. მამას ჯერ გაუკვირდა, მაგრამ როცა კოტემ უთხრა, რისთვისაც უნდოდა ეს ფული, სიხარულით აუსრულა შვილს სურვილი. გახარებული კოტე სახლიდან გავარდა და ფული გაჭირვებულ ამხანაგს მიურბენინა.

რა ისწავლე ამ მოთხრობიდან?
რა მოგეწონა ?

დააკვირდი სურათს და ეხლა შენ მოიგონე ამბავი და მოგვიყევი !!! 

Image result for ნახატები ორი ბიჭი
ტექსტი გამოგზავნე შენი ბლოგის კომენტარზე !!!


среда, 9 ноября 2016 г.

ს/დ 10/11/16

ქართული
  1.  ,,მუქარა" თხრობით;
  2. კითხვითი წინადადება ... რამდენიმე ბავშვმა იცოდა , ისევ გვექნება  გრამატიკა; 
  3. დასწერად_  გრამატიკის რვეულში N5
მატემატიკაში ტესტირების მერე ასეთ ხასიათზე დავდექი 
დასაწერად N7,8,11 (49) რუხაძე
ბუნება იგივე ,არ ჩამიტარებია ...მათემატიკა გვქონდა სულ :( , ამიტომ პარასკევს ექნებათ მე-5 ბუნება .


წაუკითხეთ , ან წაიკითხონ !!!

 ორშაბათს გვექნება წერა- ტექსტის გააზრება, ამ ტექსტის მიხედვით!