სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







четверг, 10 ноября 2016 г.

შაბათ-კვირას საკითხავი

კეთილი გული

კოტე მდიდარი ოჯახიდან იყო, აღდგომის წინა დღეებში თავის თანატოლ ღარიბ სანდროსთან თამაშობდა. ამ დროს კოტეს სადილად დაუძახა მოსამსახურემ.

- სადილს რომ მორჩები, ისევ დაბრუნდი და გავაგრძელოთ თამაში, მე აქ მოგიცდი, - უთხრა სანდრომ კოტეს.

- განა შენ არ წახვალ სადილის საჭმელად სახლში ? - ჰკითხა კოტემ. 

- მე? არა... ჩვენ დღეს სადილად არაფერი გვაქვს, - უპასუხა სანდრომ და ამოიოხრა.

როცა კოტე სახლში შევიდა, მამას ყელზე მოეხვია და უთხრა: მამილო, შენ რომ სააღდგომოდ ტანსაცმელი უნდა მიყიდო, ის რა ეღირება? - სამი თუმანი (თუმანი იყო ფულის ერთეული ძველად), რატომ მეკითხები, შვილო? - მამილო, ნუ გამიჯავრდები და მე უნდა გთხოვო, რომ ეგ სამი თუმანი ფულად მაჩუქო. მამას ჯერ გაუკვირდა, მაგრამ როცა კოტემ უთხრა, რისთვისაც უნდოდა ეს ფული, სიხარულით აუსრულა შვილს სურვილი. გახარებული კოტე სახლიდან გავარდა და ფული გაჭირვებულ ამხანაგს მიურბენინა.

რა ისწავლე ამ მოთხრობიდან?
რა მოგეწონა ?

დააკვირდი სურათს და ეხლა შენ მოიგონე ამბავი და მოგვიყევი !!! 

Image result for ნახატები ორი ბიჭი
ტექსტი გამოგზავნე შენი ბლოგის კომენტარზე !!!


9 комментариев:

  1. ზამთრის სუსხიანი და წვიმიანი ამინდი იყო,ერთი მოხუცი კაცი სახლში მიდიოდა.გზად შენიშნა სიცივისგან აკანკალებული და გათოშილი ბეკეკა,რომელსაც თავგზა აბნეოდა და თავის და-ძმებს ჩამორჩენოდა.მოხუცმა კაცმა ბეკეკა თავისი ქოლგის ქვეშ შეაფარა,თვითონ კი უქოლგოდ დაბრუნდა სახლში. თათული ხუბერაშვილი.

    ОтветитьУдалить
  2. ერთხელ ფერმიდან გაიპარა ბეკეკა. მას პატრონი ეძებდა. უცებ გაწვიმდა და საწყალმა ბეკეკამ ვერ იპოვა თავ შესაფარი. ერთმა კეთილმა კაცმა გამოიარა და ბეკეკას ქოლგა დააფარა. ბეკეკა აღარ დასველდა. გამოიარა პატრონმა იპოვა ბეეკა

    ОтветитьУдалить
  3. შემოდგომის ცივი დილა იყო, წვიმა მოიოდა, შორს ნისლი მოჩანდა.გზაზე გამოჩნდა მოხუცი ბაბუა, მან გზაზე შენიშნა დასველებული და აკაკნკალებული პატარა ბატკანი, რომელსაც გზა აებნა. ბაბუამ თავისი ქოლგა მას დააფარა და ბატკნის პატრონის საძებნელად წავიდა. (ლევანი ვლასოვი)

    ОтветитьУдалить
  4. ერთხელ, ძალიან წვიმიანი დღე იყო. ერთი მოხუცი კაცი ქოლგით შინ მიდიოდა. წინ ბეკეკა შემოხვდა, რომელიც წვიმაში იდგა და სველდებოდა. მოხუცს ბეკეკა შეეცოდა და თავის ქოლგა ზედ დააფარა, რომ აღარ დასველებულიყო. მოხუცმა კაცმა წვიმაში უქოლგოდ გააგრძელა გზა. სანდრო

    ОтветитьУдалить
  5. ერთ-ერთ სოფელში დიდი ფერმა იყო აშენებული. იქ სხვადასხვა შინაური ცხოველი ცხოვრობდა. მათ შორის იყო თხა თავისი შვილებით. ერთ-ერთი ბეკეკა ფერმიდან ჩუმად გამოიპარა და დაიკარგა. უეცრად გაწვიმდა. ბეკეკას ძალიან შეეშინდა, სულ დასველდა და შესცივდა. იქვე მოხუცმა კაცმა გაიარა ქოლგით ხელში. ბეკეკა რომ დაინახა, შეეცოდა, მაგრამ ვერაფრით შველოდა.ბევრი იფიქრა და მოიფიქრა, ბეკეკასთვის მისი ქოლგა დაეხურებინა. ასეც მოიქცა. თვითონ კი ქოლგის გარეშე გააგრძელა გზა.დავით თევზაძე

    ОтветитьУдалить
  6. ძალაინ მაგარი ბავშვები ხართ👏👏👏💋😘👍

    ОтветитьУдалить
  7. ეეჰ რა ბლოგი აღარ გვაქვს.ნინო ხუციშვილი❤❤❤❤������

    ОтветитьУдалить
  8. ძალიან საინტერესო იყო და კოტე კეთილად მოიქცა,რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს დაეხმარა.სანდრო მაკასარაშვილი

    ОтветитьУдалить

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!