სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







среда, 28 июня 2017 г.

საკითხავი ლიტერატურა დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის :

მოგესალმებით, ჩემო კარგებო!
 გაწვდით არდადეგებზე წასაკითხი ლიტერატურის სარეკომენდაციო ჩამონათვალს:


ჩამოთვლილთაგან ამოირჩიეთ რამდენიმე, ( ქართველი ავტორებიც და უცხოელებიც), რომელიც მოეწონებათ და წაკითხულის შესახებ დაწერონ:

  • ავტორი, სათაური
  • წაკითხვამდე: რას ველით? (სათაურიდან და ილუსტრაციებიდან გამომდინარე)
  • წაკითხვის შემდეგ: გამართლდა თუ არა ჩვენი მოლოდინი?
  • პერსონაჟები;
  • რაზეა ეს ნაწარმოები? (ვისი (რისი) ამბავია მოთხრობილი)
  • რას გვასწავლის?
  • რა მოგვეწონა ყველაზე მეტად?
  • რა არ მოგვეწონა?


საკითხავი ლიტერატურა დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის : დიდი სმაილები



1. 
ასტრიდ ლინდგრენი - "პეპი გრძელი წინდა."
2. 
ჯანი როდარი - "ჩიპოლინოს თავგადასავალი"
3. 
რუდოლფ რასპე - "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი"
4. 
შარლ პერო - "ჩექმებიანი კატა".
5. 
ძმები გრიმები - "ბრემენელი მუსიკოსები".
6. 
ლუის კეროლი - "ელისი საოცრებათა ქვეყანაში".
7. 
გურამ პეტრიაშვილი - "პატარა ქალაქის ზღაპრები"
8. 
რევაზ ინანიშვილი - "სად ცხოვრობს მეზღაპრე".
9. 
ოტია იოსელიანი - "დაჩის ზღაპრები".
10. 
სელმა ლაგერლოფი "ნილსისა და ბატების მოგზაურობა"
11. 
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები.
12. 
იგავ-არაკები.


P.S. : ეს ჩამონათვალი არ არის სავალდებულო, უამრავი წიგნია მათი ასაკის შესაბამისი, შეგიძლიათ, თქვენი სურვილით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით შეურჩიოთ.
გისურვებთ მხიარულ, საინტერესო და ხალისიან არდადეგებს!!!❤❤❤❤
  დიდი სმაილები

2 комментария:

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!