სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







რჩევები მშობლებს






Øმასწავლებელის პატივისცემა, მისი პროფესიის დაფასება, გაცნობიერება, რამდენ მოსწავლესთან აქვს მას კავშირი - უმთავრესია
Øთუ მშობელს ნამდვილად სურს, მისმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს სკოლაში, მასწავლებლისადმი პატივისცემა მხოლოდ პირადად მასთან საუბრისას კი არ უნდა გამოიხატოს, არამედ შვილთან საუბრის დროსაც. მასწავლებლის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა შვილის თანდასწრებით მოსწავლის მოტივაციას სერიოზულ დარტყმას აყენებს.
 Øმასწავლებელი მშობლის მხარესაა, რადგან მასაც ძალიან უნდა, მის მოსწავლეებს ჰქონდეთ პროგრესი. მასწავლებელი ცდილობს, დროულად მოაგვაროს პრობლემები, რათა მეტი დრო დაუთმოს თავის უპირველეს მოვალეობას - სწავლებას.
 Øმშობელი უნდა ენდოს მასწავლებლის უკუკავშირს. თუ მის კომენტარებში აღწერილი ბავშვის ამოცნობა გიჭირთ, გახსოვდეთ, რომ მოსწავლეები არცთუ იშვიათად სხვადასხვანაირად იქცევიან სკოლასა და სახლში, რადგან სასკოლო და ოჯახური გარემო ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდება. სხვადასხვა გარემოში ისინი ხშირად სხვადასხვა წესებს მისდევენ.
 Øთუ მშობელი შვილის წარმატებით უკმაყოფილოა, ამის გამო ყოველთვის მასწავლებელს არ უნდა მოსთხოვოს პასუხი. ყურადღებით წაიკითხეთ მასწავლებლის ანგარიშები, მისი განმავითარებელი შეფასებები, გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე და გაარკვიეთ, რა უჭირს მას ყველაზე მეტად, იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს დღეს
Øგააცნობიერეთ, რომ სკოლაში ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ ვერ წარიმართება. განათლება გუნდური მუშაობაა. მზად იყავით უკან დასახევად. გახსოვდეთ: ის, რაც თქვენ გინდათ, ყოველთვის საუკეთესო არ არის თქვენი შვილისთვის (ამის მაგალითია ინდივიდუალური გაკვეთილები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მოსწავლის სოციალური უნარების განვითარებას).
 Øსკოლის პერსონალთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რადგან იქ მოსწავლე წლებს ატარებს. Øთუ მასწავლებლის ნახვა გსურთ, უმჯობესია, ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოთ, უთხრათ, რაზე აპირებთ მასთან საუბარს. ამით ხაზს გაუსვამთ მისდამი პატივისცემას და მისცემთ დროს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად
Øთუ რამე გაწუხებთ, მასწავლებლის გვერდის ავლით ადმინისტრაციას ნუ მიმართავთ - ჯერ მასწავლებელთან ერთად სცადეთ პრობლემის მოგვარება.
 Øშვილთან ურთიერთობით ჩაერთეთ სასკოლო ცხოვრებაში. ეს საუკეთესო გზაა, ესაუბროთ შვილს, გქონდეთ მასთან ნდობით აღსავსე დამოკიდებულება. ადრეულ ასაკში შეუმოწმეთ დავალებები, ესაუბრეთ ქცევით პრობლემებზე, იარეთ მშობელთა კრებებზე, დაეხმარეთ დროის ორგანიზებაში.
 Øთუ მზად ხართ, შვილს დავალებების შესრულებაში დაეხმაროთ, მოეთათბირეთ მასწავლებელს - ზოგჯერ ეს არ ეთანხმება სწავლების მისეულ მეთოდს, ასევე ხელს უშლის მოსწავლეს, მეტად დამოუკიდებელი გახდეს
Øრაიმე ინტერესის გასატარებლად იპოვეთ თანამოაზრე მშობლები - ამის წყალობით თქვენს წინადადებას უფრო ადვილად გაითვალისწინებენ. ******* მშობლის ინტერესი მხოლოდ ნიშნების მიმართ არ არის მართებული. მან უნდა გაარკვიოს:
Øრა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მის შვილს
Øსვამს თუ არა კითხვებს და პასუხობს თუ არა კითხვებს გაკვეთილზე, ერთვება თუ არა სხვადასხვა აქტივობაში
Øკმაყოფილია თუ არა, ანდა კარგად ეგუება თუ არა სკოლას, ხომ არ სჭირდება დახმარება;
 Øროგორი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან, ხომ არ ჩაგრავენ ან თავად ხომ არ ჩაგრავს ვინმეს; Øრამე ცვლილება ხომ არ შეინიშნება მის ქცევაში, რის გამოც თადარიგის დაჭერა ჯობს
Øსწავლობს თუ არა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში
Øადვილად ასრულებს თუ არა ტესტებს
Øრა საკითხებს ან საგნებს იწყებს, რით ჯობს ხელშეწყობა შინიდან
Øესმის თუ არა მასწავლებლის მოლოდინები და დროულად მოაქვს თუ არა დავალებები, მზად არის თუ არა გაკვეთილებისთვის;
 Øრით შეიძლება შეუწყოთ ხელი მის პროგრესს. მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც შეუძლია, მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს. დაბოლოს, მათ შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხიც. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი თვითონ ირჩევს შედეგამდე მისასვლელ გზას და რომ ამ გზაზე მისი დამხმარე და თანამოაზრე მასწავლებელია. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ პედაგოგი ყოველგვარი სირთულის გამო მშობელს არ მიმართავს, მისდაიმ უფრო მეტ ნდობას გრძნობს. მოსწავლე რწმუნდება, რომ მისი მონაწილეობის გარეშე მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას არავინ ეცდება, რომ საკუთარ საქციელზე, საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე თვითონვეა პასუხისმგებელი. ეს ხელს უწყობს მისი პასუხისმგებლობის ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაზო სკოლის ბოლო წლებში და საშუალო სკოლაში, ანუ იმ ასაკში, როდესაც მოსწავლეს თანდათან უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივანიჭოთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!