სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







понедельник, 29 февраля 2016 г.

ჩვენი ვიდეო


ვიდეოგაკვეთილი


01-03-16

ქ ა რ თ უ ლ ი
" კრუხი და კაჭკაჭი " კარგად კითხვით და მოყოლით,
დასაწერად : ამლწერეთ ტექსტიდან ერთმარცვლიანი სიტყვები.

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა



იპოვე სიტყვის გასაღები

დავხაზოთ სამი მონაკვეთი: 5სმ, 7სმ, 9სმ.

ჩაწერეთ მოკლე პირობა და ამოხსენით:
გოჩამ მოაგროვა 5 სოკო, დათომ კი__2-ით მეტი. რამდენი სოკო მოაგროვა დათომ ?

пятница, 26 февраля 2016 г.

შაბათ-კვირას საკითხავი ( 29-02-16 ქართული )


მიზანი: 
ისმენს და ადეკვატურად აღიქვა ინფორმაციას. იხსენებს მანამდე მოსმენილს(წაკითხულს), ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების თანამიმდევრობას ტექსტში; პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);   აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა, დამჯერია/ჯიუტია  და ა.შ.);

უნდა შეძლოს და ევალება (3)
1.ინტერაქცია (კითხვა-პასუხი)ტექსტის  შესახებ;
2. პერსონაჯების დამახსოვრება და მათი დახასიათება;
3. მოსმენილი ტექსტის რომელიმე  მონაკვეთის/ილუსტრაციშექმნა და დასათაურება .
4. შეფასება მოსმენილს (მოეწონა / არ მოეწონა), შეეცადოს ნათქვამის ახსნას. 



გუგა და ბუბა (გაგრძელება)

შინაურობაში ცოტა გაყოფილნი არიან, გუგა უფრო დედისაა, ბუბა მამისა. მამა ზოგჯერ ღვინოს სვამს, ნასვამი მამა დედას აუხირდება, - ბავშვებს ნუ სწყევლი, ნუ სცემო, კრეტინებს და დეგენერატებს ნუ ეძახი, კრეტინები და დეგენერატები თქვენს ნათესაობაში მოიკითხეო. დედა ატირდება. გუგა ვერ ბედავს და ბუბა ემუქრება მამას, - გავიზრდები და მაშინ ნახავ, როგორღა წაეჩხუბები დედასო! მამა თავზე დაადებს ხელს და წკიპურტსაც დაარტყამს, ბუბა წითლდება და ბოღმით სივდება, იბერება. ამ დროს ძალიან მტრულად უყურებს მამას.
ოი, ეს როგორ დაგვავიწყდა! გუგა და ბუბა რომ წაიჩხუბებიან, ხომ ისე ჩანს, დასაკლავად გაიმეტებენ ერთმანეთსო, გამოენთებათ დედა და, თუ გუგას მიიმწყვდევს, ბუბა ეხვეწება, - მე მცემე, დედიკო, მაგას თავი გაანებე და მე მცემე, დედიკოო. თუ ბუბას უნდა მოუწიოს ღრიალმა, მაშინ გუგას აქვს გაწეული ყელი - მე მცემე, გენაცვალე, დედაო!
სკოლაშიც ძალიან კარგი სახელი აქვთ ძმებს, ხუთოსნებიც არიან და ძალიან წესიერებიც, ეზოშიც პირველობენ - ჩამოვიდნენ ალალიძეები, აბა, მიხედეთ, ან როგორ სუფთად აცვიათ, ან რა წესიერად იქცევიანო, - ამბობენ მეზობლები. თუ სასეირნოდ მიდიან დედასთან ერთად, შეუძლებელია დაინახო და არ დალოცო მოდგმა, რომელსაც ისინი ეკუთვნიან.
და აი, რა მოხდა ამ მშვენიერ ოჯახში ერთხელ.
ძველი ახალი წლის მეორე დღეს გუგამ როგორღაც მოიწყინა. დედამ რამდენჯერმე მიადო შუბლზე ხელი და ჰკითხა - ვაიმე, სიცხე ხომ არა გაქვს შენაო? - სიცხე არაო! - აგდებით თქვა გუგამ. მაგრამ ხუთი საათისთვის თერმომეტრი ჩაუდეს და ოცდაჩვიდმეტი გრადუსი და ხუთი ხაზი ჰქონდა. ახლავე უნდა დაწვეო. მაგრამ გუგა ჯიუტობდა, - არაო, არაო. დაბნელება რომ დაიწყო, კიდევ გაუსინჯეს სიცხე, ოცდათვრამეტი ჰქონდა, ცოტა უფრო მეტიც. მაშინ კი სასწრაფოდ ჩააწვინეს ლოგინში. ბუბა კიდევ გააფრთხილეს, ახლოს აღარ მოსულიყო გუგასთან, მაგრამ გუგა ახლა უკვე მშვენიერ გუნებაზე იყო, ეცინებოდა. ბუბას კიდევ რა გაფრთხილება დაიჭერდა, იდგა და, თვითონაც გაცინებული, გვერდით ხეხავდა გუგას საწოლს. გამოაგდებდნენ, ისევ მასთან იყო.
დილით ისევ ჰქონდა სიცხე გუგას, გულდაწყვეტილი ბუბა მარტო წავიდა სკოლაში. გაკვეთილებზე სულ დაღრუბლული იჯდა. მერი მასწავლებელმაც შეამჩნია ეს და ჰკითხა, - რა არის, რატომა ხარ რაღაც უგუნებოდ, ბუბაო? ბუბამ უთხრა, - ჩემი ძმა ავად არის, სიცხე აქვსო! - კარგად იქნება, კაცო, მაგაზე რა გადარდებსო! - რა ვიციო! - ბუბამ. მერი მასწავლებელმა ალერსით შეუსწორა ქოჩორი ბუბას.
ბუბა რომ სკოლიდან დაბრუნდა, უფრო მაღალი სიცხე ჰქონდა გუგას, გაუხარდა ბუბას დანახვა. ბუბა მივიდა და უცნაურად ჭრელი საშლელი მისცა, - ეს შენაო. - შენ თვითონ გაქვსო? მე არ მინდაო. გუგას ჭრელი საშლელიც გაუხარდა. დედა კი ისევ ჩხუბობდა და გუგასთან ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევდა ბუბას, შენც ავად გახდებიო. ბუბას ავად გახდომისა არ ეშინოდა. როცა ძმები ერთად იყვნენ ავად, უხაროდათ კიდეც. იწვნენ ერთმანეთის პირდაპირ და რეებს არ ლაპარაკობდნენ, რაზე არ იცინოდნენ! გუგას ახლა ის აინტერესებდა, რა იყო სკოლაში დღეს, რა მოხდა. ბუბა ფეხებთან გაუჩერდა და იქიდან მოუყვა, - ვიღაცამ კოხტად გახვეული ვირთაგვა მოიტანა და ხან ვის შეუგდეს მერხში, ხან ვის, ბოლოს ბოსტოღანაშვილს სტაცეს ხელი და ის შეათრიეს სამასწავლებლოში. ბოსტოღანაშვილი კიდევ, შენც იცი, ერთი დედალი ვინმეა, უთუოდ შარვალი ჩაისველა შიშითო. გუგას გულიანად ეცინებოდა, მერე გუგა ხატავდა და ახალი საშლელით ამაყად შლიდა.

Puss in Boots The Three Diablos / ჩექმებიანი კატა სამი ეშმაკუნა

Nu Pogodi 20 vypusk iz 20 2006 XviD DVDRip

29-03-16

გავიხსენოთ
უტოლობის ნიშნები



დათვალე გეომეტრიული
ფიგურები და ჩაწერე რვეულში!

პატ. მშობლებო, დაუწერეთ ქვემოთ მოცემული ამოცანების პირობები რვეულში__, წაიკითხონ და ჩაწერონ მოკლე პირობები  თვითონ, ამოწერილი უნდა ჰქონდეთ მხოლოდ "მთავარი" სიტყვები , უტოლობის ნიშანთან "მაშინვე" ვსამთ კითხვის ნიშანს , შესაბამისად კითხვის ცალკე დაწერა არაა საჭირო. დაწერონ ფურცელზე ,ერთი მაინც, თუ ნახავთ რომ სწორად დაწერა გადაიტანონ რვეულში!

გისურვებთ წარმატებას !

  ამოცანა 1
 ნინოს ჰქონდა 3 ფანქარი, გიგოს_2-ით მეტი.  (სიტყვის"მეტი" ნაცვლად ვწერთ მეტობის ნიშანს > )                                           
 . რამდენი ფანქარი აქვს გიგოს? (მოკლე პირობა და ამოხსნა ჩაწერე რვეულში) ნიმუში
ამოცანა 2
დედამ გარეცხა 10 თეფში, ხოლო ბებომ 3-ით ნაკლები. (<)
რმდენი თეფში გარეცხა ბებომ? (მოკლე პირობა და ამოხსნა ჩაწერე რვეულში)

ამოცანა
თედოს აქვს 14 ფანქარი. კესოს __ 3-ით მეტი. (>)
 რამდენი ფანქარი აქვს კესოს?

четверг, 25 февраля 2016 г.

შედეგები

ვინც არ იყო და ვინც შედარებით დაბალი ქულა მიიღო თავიდან დაწერს მსგავს ტესტს !

გისურვებთ წარმატებას !

გამოფენა













26-02-16

ხვალ მოაკითხეთ ხუთი გაკვეთილის შემდეგ!

ქ ა რ თ უ ლ ი
ტექსტი იგივე_კარგად კითხვით, დასაწერად მოსწავლის რვეულში _მთლიანად.
კალიგრაფიის რვეულში შემდეგი ნიმუში.

მ ა თ ე მა ტ ი კ ა
ტესტები _შედომებოს გასწორება

среда, 24 февраля 2016 г.

25-02-16

ქ ა რ თ უ ლ ი
ლექსი ისევ ზეპირად. წასაკითხად "ჭ" , კალიგრაფიის რვეულში ერთი ხაზი ჭ გამოვწეროთ . ტექსტი ანდაზების ჩათვლით კარგად კითხვით .

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა

12-2.       20- 3.      3+8
14+6.       17-7.       4+7
13-3          10-9.      5+11

ბ უ ნ ე ბ ა
 ხვალაც გვაქვს ქვაზე მოხატვა!


განცხადება

ყოჩაღ , ბავშვებო და მშობლებო!











მივმართავ დანარჩემ ბავშვებს და  მშობლებს , ერთი კვირის  წინ მივეცი ეს დავალება ბავშვებს .ასე მოუმზადებლად უნდა მომიყვანოთ ???

ძალიან მაწყენონეთ ! :(((

და ვინც დღეს არ აყო სკოლაში _ დამიწეროს რეალური მიზეზი, რა არის ეს დღეგამოშვებით სიარული ?!!!

вторник, 23 февраля 2016 г.

შენიშვნები

ფილმი ნახოს ყველამ
არ უნახავს

  1. ცერცვაძე
  2. თვაური 
  3. ხუციშვილი
  4. ძაბახიძე
  5. გურაშვილი
  6. წერეთელი დ.
კალიგრაფიის რვეულში დავალება არ ეწერათ:
  1. ხუციშვილი
  2. თვაური
  3. ოტიაშვილი
  4. კაშმაძე
  5. ზაქარიაძეს
რატომ? ხვალ გამოვატან რვეულებს და დაწერონ ! :(

24-02-16

მ ა თ ე მ ა ტ ი კა

  1. მოსწავლის რვეულში 46 -ზე ბოლო ორი დავალება და 47-ე გვ. ზედა ორი დავალება ( ჩანიშნული აქვთ)
  2. ს/დ ის რვეულში დავხაზოთ კვადრატი და სამკუთხედი .
  3. ერუდიტი

ქ ა რ თ უ ლ ი

  1. დასაწერად "ჩემი ოჯახი"
  2. გასამეორებლად ყველა ტექსტი
  3. ლექსი ზეპირად
მიყვარს, თბილისო,
დასაფიცარო,
შენი ცა, შენი მიწა ქართული,
შენი საღამო,
შენი ცისკარი,
მთები - დარაჯად წამომართული.

მეწამულ დროშით
განათებულო,
სულ გაზაფხულის და მზის ბანაკო,
დიდება შენდა,
ტკბილო მშობელო,
შენ - საქართველოს დედაქალაქო!

ბ უ ნ ე ბ ა
  1. იისფერი ქაღალდები , მაკრატელი , წებო.
  2. დღე და ღამე
    ·         დღე-ღამის მონაცვლეობა
    ·         ვის არ სძინავს ღამით?



    მოსწავლემ უნდა დაახასიათოს დღე-ღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.

понедельник, 22 февраля 2016 г.

მეცადინეობის შემდეგ __ " კინოდარბაზში"

კარგი დინოზავრი    დააკლიკე

ერუდიტი




smileys     ლიკას სამი წიწილა ჰყავს ,  მე 7-ით მეტი მყავს 
 .აბა, ფისო,გამოიცანი,  რამდენი წიწილა მყოლია ? 

ბავშვებო  დაეხმარეთ ფისოს !!!(რვეულში ჩაწერეთ  ამოხსნა) smileys

23-02-16

ქ ა რ თ უ ლ ი

  1. "წიწილა " კარგად კითხვით ;
  2. ტექსტიდან ამოვიწეროთ სამმარცვლიანი სიტყვები.
  3. კალიგრაფიის რვეულში დავასრულოთ- ზე ყველაფერი .
  4. უცხო ტექსტის კითხვა .

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა

1.
2. ამოვხსნათ "ზეპირად"( უკარნახეთ და მიუწერონ პირდაპირ პასუხი)
  1. 10-2-3+4=
  2. 9-1-2+3=
  3. 12-2-5+4=
3. მოვიფიქროთ ამოცანა ( მოკლე ჩანაწერი) გამოკლებაზე !


пятница, 19 февраля 2016 г.

22-02-16

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა


თქვენ მოიფიქრეთ კიდევ ორი ამოცანა!

ქ ა რ თ უ ლ ი
ლექსი პაწაწინა წიწილა ზეპირად.
დასაწერად სიტყვა და წინადადება _ კალიგრაფიის რვეულში.

четверг, 18 февраля 2016 г.

19-02-16

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა:

  1. ზეპირი ვარჯიში მიმატება-გამოკლება 20-ის ფარგლებში
  2. ვინც 10-ზე დაბალი ქულა მიიღო გააკეთოს შ/გ -ა
ქ ა რ თ უ ლ ი 
  1. "წიწილა " ნახევარი კარგად კითხვით 
  2. კალიგრაფიის რვეულში ვწერთ ,,წ" -ს
  3. "ტოროლას" ნადაზები ზეპირად 
ბ უ ნ ე ბ ა
  1. კენჭების მოხატვა.

შემაჯამებელი წერის შედეგები მათემატიკაში

მეტს ველოდი :(



среда, 17 февраля 2016 г.

18-02-16

მ ა თ ემ ა ტ ი კ ა
აქ
  1. სახელმძღვანელოდან გვ137 გადავიტანოტ რვეულში . (წიგნიდან დაწერილ სავარჯიშოებს მიაწერეთ თავის ნომერი)
  2. შევადგინოთ მოკლე პირობა :
ამოცანა
გიროგიმ დახატა სამი ბურთი , ნინომ კი __ 4. რამდენი ბურთი დახატა ორივემ?

ამოცანა
დადამ პირველ დღეს იყიდა 1კგ შაქარი , მეორე დღეს კი __ 2კგ -ით მეტი .რამდენი კგ. შქარი იყიდა დედამ მეორე დღეს?
 ჯერ დაწერეთ და მერე გადაამოწმეთ   აქ

ქ ა რ თ უ ლ ი :
  1. ''ტოროლა'' კარგად კითხვით .
  2. ორი წინადადება ტექსტიდან ამოვწეროთ .
  3. ანდაზები ზეპირად .
  4.  კალიგრაფიის რვეულში გამოვწეროტ სიტყვა .
მოსწავლის რვეულში არაფრს ვაკეთებთ !
ბ უ ნ ე ბ ა : აპლიკაცია" ია "
წამოიღეთ ფერადი ქაღალდები , წებო, მაკრატელი , წებო.

აქ

вторник, 16 февраля 2016 г.

გამაგებინეთ ვის უნდა " პირველი კლასის " სამახსოვრო ალბომი . ან დამირეკეთ , ან მომწერეთ ან აქ დაწერეთ კომენტარებში , ან ბავშვს დააბარეთ !

დიდი ზომის .ფასი 3D ყდით 28 ლარი, ჩეულებრივი--25ლ.
 დანარჩენი სამი არის პატარა ზომის (ნორმალურია)
პატარა ზომის . ფასი 3D ყდით 22 ლარი ,ჩვეულებრივი 20 ლ.

ნიმუშები ჩემთანაა, პარასკევს შეგიძლიათ ნახოთ.

17-02-16

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა:
1)სახელმძღვანელოდან N3,4 (138).

2) მოიფიქრეთ ხუთი ორმოქმედებიანი მაგალითი.

ქ არ თ უ ლ ი 

  1. ტოროლა " კარგად კითხვით; კალიგრაფიის რვეულში ასო გამოვწეროთ
  2. მოძრავი ანბანით ავაწყოთ ორი წინადადება და მრე რვეულში გადავწეროთ.
ბ უ ნ ე ბ ა
  1. ფერადი ქაღალდები;
  2. წებო;
  3. მაკრატელი.

понедельник, 15 февраля 2016 г.

'საუბარი ნაწარმოების ირგვლივ 'გუგა და ბუბა"-გაგრძელება

ნაწყვეტები საუბრიდან :)
                                                         










გაგრძელება:

... იმ კორიანტელებში ძლივას გამოარჩევ ტანკებს,თვითმფრინავებს, რაკეტებს, ზარბაზნებს, თან ხატავს ბუბა ომს, თან ახმოვანებს, _ ტრა-ტა-ტა! _ ტატანებს ტყვიამფრქვევი. _ ჭუუ! ჭუუ! ჭუუ! _ მიჰქრიან რაკეტები. _ ბაახ-ბაახ-ბაახ! _ ფეთქდებიან ზარბაზნის ჭურვები. გუგა ერთხანს ითმენს ამ ხმაურს, წყნარად ეუბნება ბუბას, _ გაჩუმდიო, ყურები ნუ წაიღეო. ბუბას არ ესმის გუგას ნათქვამი, უფრო აუწევს ხმას, _ ჭუუ! ჭუუ! ბაახ! ბაახ! მაშინ გუგა გადმოერევა, დააცხრება ბუბას და გადააგორებს იატაკზე. იატაკზე დიდი ფარდაგია დაფენილი, იბრძვიან ძმები, ხან ერთია ძირს, ხან მეორე, ხან ერთის კვნესა-ხრიალი ისმის, ხან მეორის; გამოენთებათ დედა, დაუშენს ცოცხის ტარს, ცოცხის ტარი მწვავეა, ბუბა საპირფარეშოში შეასწრებს, გუგა სააბაზანოში. დედა იწყევლება. ბუბა იწყებს გმირულ საბრძოლო სიმღერას:

ყველას ვსპობთ, ყველას ვსპობთ,
ძლიერნი, ძლიერნი,
ძლიერნი, ბედნიერნი...
გუგა გადასძახის: _ კრეტინო! დებილო! ჭკუამოგრეხილო!
მაგრამ დიდხანს არასოდეს გრძელდება ასეთი შუღლები, ცოტა ხანს არიან ცალ-ცალკე, ერთი ერთ კუთხეში მეცადინეობს, მეორე მეორე კუთხეში. ხან ერთთან მივა დედა, ხან მეორესთან, მერე კვლავ ერთად სხედან, ერთად აგებენ რაღაც რკინებისაგან რკინის მაღალ სახლს და თან იცინიან, ბჟირდებიან სიცილით. გუგა საოცრად კარგად ბაძავს დებილებს, კრეტინებს, დედიკოების დოყლაპია შვილებს, ბუბას კიდევ მეტი რა უნდა, თითის ჩვენებაზე რომ ეცინება ხოლმე, გადაგორდება და აბაკუნებს ფეხებს ჩაბჟირებული.
ჩხუბი ჩხუბია და ამგვარი სიცილითაც ყოველთვის არ ახარებენ მშობლებს, მით უმეტეს _ ღამით. მიდი და გაიგე, რომელია მთავარი დამნაშავე! ერთ ოთახში წვანან, ერთმანეთის პირდაპირ. გუგა რომ დებილებს და კრეტინებს ბაძავს, ბუბა მუცელს გამობერავს და ზედ ხელებს დაიწყობს ლუარსაბივით. ჯერ დაეწყებათ ფხაკუნი, მერე ხითხითი, ბოლოს გიჟური ამოძახილებიც. ცოტაც და შეიძლება სულ ნაფოტებად იქცნენ საწოლები.
შემოვარდება ამ დროსაც დედა, არა მარტო დედა, ზოგჯერ მამაც თავისი ბრტყელი ქამრით. ბიჭები შეძვრებიან საბნების ქვეშ, დაუტყაპუნებს საბანზე დედა ცოცხის ტარს, მამა ბრტყელ ქამარს, მაგრამ ეს დატყაპუნება თითქმის არ ითვლება, საბანქვეშ ვერ ატანს. შებუდულ, გატვრენილ ბიჭებს ასევე ეძინებათ. ისევ შემოვა დედა, ის ახლა საბნებს ამოუწევს ბიჭებს, ცხვირებს გამოაყოფინებს გარეთ. თან ეღიმება, თან ჩურჩულით ეფერება, _ თქვენი ჭირიმე, თქვენი, თქვენ დაგენაცვლოთ თქვენი დედა! ხდება ხოლმე, რომ ამ დროს რომელიმე ბიჭსაც გაეღიმება.
შინაურობაში ცოტა გაყოფილნი არიანგუგა უფრო დედისაა, ბუბა მამისა. მამა ზოგჯერ ღვინოს სვამს, ნასვამი მამა დედას აუხირდება, _ ბავშვებს ნუ სწყევლი, ნუ სცემო, კრეტინებს და დეგენერატებს ნუ ეძახი, კრეტინები და დეგენერატები თქვენს ნათესაობაში მოიკითხეო

გაგრძელება იქნება

ს/დ 16-02-16

ქ ა რ თ უ ლ ი
კალიგრაფიის  რვეულში  ტ-მდე ყველაფერი . დავალების რვეულში ორი წინადადება .
გაკვეთილი კარგად კითხვით .
ანბანში ჩაუდეთ ტ!!!

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა
სახელმძღვანელოში ვართ 136-138 გვ-ზე;
 მოსწავლის რვეულში შეავსეთ 44-45 გვერდები;
 დავალების რვეულში N10-ის 2 და 3 , (სახ. 136), ეს მოსწავლის რვეულშიც არის . ხოლო რვეულში გავაკეთოთ მოკლე ჩანაწერით და პასუხიც სრულად დაწერეთ.

ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა
წამოიღეთ პლასტელინი და საძერწი დაფა, ან მუყაო -რაზეც გამოძერწავენ .

воскресенье, 14 февраля 2016 г.

გუგა და ბუბა

გუგა და ბუბა

ცხოვრობენ ჩვენს ქალაქში, საბურთალოზე, ძმები _ გუგა და ბუბა. ახლა გუგა რვა წლისაა, ბუბა შვიდისა. გუგა მეორე კლასში დადის, ბუბა პირველში. ორივე დედას დაჰყავს სკოლაში. გუგა მარჯვენა მხარეს ამოუდგება ხოლმე დედას, ბუბა მარცხენა მხარეს. მიდიან ასე სამნი და ბიჭები ენას არ აჩერებენ წამით. ათასი რამ აინტერესებთ, ათიათასი.
_ დედა, ასწევს იაპონური ამწეკრანი ათსართულიან სახლს თავისი მაცხოვრებლებით? _ კითხულობს გუგა.
ბუბა პასუხს არ აცდის დედას, ის უფრო აღელვებული კითხულობს:
_ ტროლეიბუსი და ავტობუსი რომ დაეჯახნენ  მთელი ძალით ერთმანეთს, რომელი გადაბრუნდება პირველად, ტროლეიბუსი თუ ავტობუსი?
დედას უნდა, რომ ყურებზე ხელები მიიფაროს, მაგრამ ხელები გაკავებული აქვს. ამიტომ, თვალებს დახუჭავს, ფეხებს ხმაურით გადაადგამს და ამბობს.
_ არ ვიცი, არ ვიცი, მე ეგეთი სისულელეები არ ვიცი!
ბიჭები აჰყურებენ და თან დანანებით, თანაც ფარული სიამაყით ეღიმებათ.
სკოლაში გუგას კლასიც მეორე სართულზეა, ბუბასიც, მხოლოდ ერთი დერეფნის თავშია, მეორე ბოლოში.
ერთხელ მთელი ამბავი ატყდა სკოლაში. გუგამ ერთ მესამეკლასელ ბიჭს ისეთი შემოსცხო, ორტოტად წამოადინა ცხვირიდან სისხლი. შეათრიეს გუგა სამასწავლებლოში, უმეტესობა თავხედს, ხულიგანს ეძახდა. მაგრამ, ვინც კი გაიგებდა, რატომაც შემოსცხო მესამეკლასელ ბიჭს, ყველა გუგას ამართლებდა.
ადამიანები ვართ და გუგასაც ადამიანური რამ დასჭირდა, _ მოიწით ახლოს, ყურში გეტყვით _ საპირფარეშომესამეკლასელი ბიჭი კი მივიდა და დაუწყო ხელის კვრა, ჩაგდება უნდა გუგასი. გუგამ, როგორც იქნა, შეიკრა შარვალი, გადმოვიდა შემაღლებიდან, გაიზნიქა უკან, გამოაქანა იქიდან მარჯვენა მუშტი და ეს გამოქანება იმით დამთავრდა, რომ გულაღმა გადავარდნილ მესამეკლასელ ბიჭს ორტოტად წამოუვიდა ცხვირიდან სისხლი. თვითონ გუგა იმ დარტყმამდეც ტიროდა, დარტყმის შემდეგ ხომ თითქმის აღრიალდა. ბუბამ კი ვერაფერიც ვერ გაიგო დერეფნის მეორე ბოლოში. სხვებმა უამბეს ძმის ამბავი. ბუბა გიჟდებოდა _ თვითონაც რატომ არ შემოსცხო იმ მესამეკლასელს. გუგას გვერდით რომ მიდიოდა, სულ იჭიმებოდა, უნდოდა ყველასთვის ეგრძნობინებინა, რომ ძალიან ღონიერი იყო. მესამეკლასელი ბიჭი თაგვივით ემალებოდათ.
გუგასაც ხატვა უყვარს, ბუბასაც. გუგა სულ სპორტსმენებს, რომაელ ჯარისკაცებს და გერმანელ რაინდებს ხატავს, ბუბა _ ომებსგუგას ნახატები მშვიდია. მკვეთრხაზებიანი. ბუბას ნახატები ყოველთვის კორიანტელებს ჰგავს
გაგრძელაბა იქნება


რევაზ ინანიშვილი