ნაწყვეტები საუბრიდან :)
გაგრძელება:
... იმ კორიანტელებში ძლივას გამოარჩევ ტანკებს,თვითმფრინავებს, რაკეტებს, ზარბაზნებს, თან ხატავს ბუბა ომს, თან ახმოვანებს, _ ტრა-ტა-ტა! _ ტატანებს
ტყვიამფრქვევი.
_ ჭუუ!
ჭუუ!
ჭუუ!
_ მიჰქრიან
რაკეტები.
_ ბაახ-ბაახ-ბაახ! _
ფეთქდებიან
ზარბაზნის
ჭურვები.
გუგა
ერთხანს
ითმენს
ამ
ხმაურს,
წყნარად
ეუბნება
ბუბას,
_ გაჩუმდიო,
ყურები
ნუ
წაიღეო.
ბუბას
არ
ესმის
გუგას
ნათქვამი,
უფრო
აუწევს
ხმას,
_ ჭუუ!
ჭუუ!
ბაახ!
ბაახ!
მაშინ
გუგა
გადმოერევა,
დააცხრება
ბუბას
და
გადააგორებს
იატაკზე.
იატაკზე
დიდი
ფარდაგია
დაფენილი,
იბრძვიან
ძმები,
ხან
ერთია
ძირს,
ხან
მეორე,
ხან
ერთის
კვნესა-ხრიალი ისმის, ხან მეორის;
გამოენთებათ
დედა,
დაუშენს
ცოცხის
ტარს,
ცოცხის
ტარი
მწვავეა,
ბუბა
საპირფარეშოში
შეასწრებს,
გუგა
სააბაზანოში.
დედა
იწყევლება.
ბუბა
იწყებს
გმირულ
საბრძოლო
სიმღერას:
ყველას ვსპობთ, ყველას ვსპობთ,
ძლიერნი, ძლიერნი,
ძლიერნი, ბედნიერნი...
გუგა გადასძახის: _ კრეტინო! დებილო! ჭკუამოგრეხილო!
მაგრამ დიდხანს არასოდეს გრძელდება ასეთი შუღლები, ცოტა ხანს არიან ცალ-ცალკე, ერთი ერთ კუთხეში მეცადინეობს, მეორე მეორე კუთხეში. ხან ერთთან მივა დედა, ხან მეორესთან, მერე კვლავ ერთად სხედან, ერთად აგებენ რაღაც რკინებისაგან რკინის მაღალ სახლს და თან იცინიან,
ბჟირდებიან
სიცილით.
გუგა
საოცრად
კარგად
ბაძავს
დებილებს,
კრეტინებს,
დედიკოების
დოყლაპია
შვილებს,
ბუბას
კიდევ
მეტი
რა
უნდა,
თითის
ჩვენებაზე
რომ
ეცინება
ხოლმე,
გადაგორდება
და
აბაკუნებს
ფეხებს
ჩაბჟირებული.
ჩხუბი ჩხუბია და ამგვარი სიცილითაც ყოველთვის არ ახარებენ მშობლებს, მით უმეტეს _ ღამით. მიდი და გაიგე, რომელია მთავარი დამნაშავე! ერთ ოთახში წვანან, ერთმანეთის პირდაპირ. გუგა რომ დებილებს და კრეტინებს ბაძავს, ბუბა მუცელს გამობერავს და ზედ ხელებს დაიწყობს ლუარსაბივით. ჯერ დაეწყებათ ფხაკუნი, მერე ხითხითი, ბოლოს გიჟური ამოძახილებიც. ცოტაც და შეიძლება
სულ
ნაფოტებად
იქცნენ
საწოლები.
შემოვარდება ამ დროსაც დედა, არა მარტო დედა, ზოგჯერ მამაც თავისი ბრტყელი ქამრით. ბიჭები შეძვრებიან საბნების ქვეშ, დაუტყაპუნებს საბანზე დედა ცოცხის ტარს, მამა ბრტყელ ქამარს,
მაგრამ
ეს
დატყაპუნება
თითქმის
არ
ითვლება,
საბანქვეშ
ვერ
ატანს.
შებუდულ,
გატვრენილ
ბიჭებს
ასევე
ეძინებათ.
ისევ
შემოვა
დედა,
ის
ახლა
საბნებს
ამოუწევს
ბიჭებს,
ცხვირებს
გამოაყოფინებს
გარეთ.
თან
ეღიმება,
თან
ჩურჩულით
ეფერება,
_ თქვენი
ჭირიმე,
თქვენი,
თქვენ
დაგენაცვლოთ
თქვენი
დედა!
ხდება
ხოლმე,
რომ
ამ
დროს
რომელიმე
ბიჭსაც
გაეღიმება.
შინაურობაში ცოტა გაყოფილნი არიან, გუგა უფრო დედისაა, ბუბა მამისა. მამა ზოგჯერ ღვინოს სვამს, ნასვამი მამა დედას აუხირდება, _
ბავშვებს ნუ სწყევლი, ნუ სცემო, კრეტინებს და დეგენერატებს ნუ ეძახი, კრეტინები და დეგენერატები თქვენს ნათესაობაში მოიკითხეო. გაგრძელება იქნება
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!