სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







პროექტი ,,ჩვენც მოვხუცდებით"

 

სასწავლო პროექტის ავტორი
ირინა ზაქარეიშვილი

ქ.თბილისი

გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის მე-20 საჯარო სკოლა

პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
,,ჩვენც მოვხუცდებით“
პროექტის შინაარსი
დღეს დღეობით კვლავაც არიან ხანდაზმულები , რომლებთაც აკლიათ ოჯახური სითბო და მზრუნველობა საპატიო , თუ არასაპატიო მიზეზით . მოსწავლეებში თანაგრძნობის , გვერდში დგომის  ,  თანაგანცდის  უნარის ჩამოყალიბების მიზნით გადავწყვიტე პროექტის  ,,ჩვენც მოვხუცდებით“ განხორციელება.

მოსწავლეები მოიძიებენ ,მშობლებთან ერთად ,მოთხრობებს მოხუცებისა და  ბავშვების  ურთიერთობაზე , წაიკითხავენ კლასში და წაკითხულის გარშემო ისაუბრებენ_ პერსონაჟებზე , რა მოსწონთ , ან რა არ მოსწონთ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მოხუცებს , რომ დადგება დრო და ყველა მოხუცდება და ა.შ.

,,ბუკის „ მეშვეობით  ჩაწერენ ინტერვიუს ოჯახში ბებიებთან და ბაბუებთან .

      შემდეგ კი ესტუმრებიან მოხუცთა პანსიონატს  ,,ჩემი ოჯახი „ და მოინახულებენ , მშობლებთან ერთად, იქ მცხოვრებ ხანდაზმულებს, ისაუბრებენ მათთან , გამოხატავენ თანაგრძნობას , რომ ისინი არ არიან მარტონი , თავადვე დაწერენ  ,სიყვარულით და სითბოთი სავსე  ტექსტებით ,ბარათებს გადასცემენ სამახსოვროდ. აჩვენებენ ღონისძიებას საკონცერტო ნომრებით: ცეკვა , სიმღერა , ლექსები და ა.შ.
მშობლებმა კი თავადვე გამოთქვეს სურვილი , რომ შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან  პანსიონატის მოხუცებს და გადასცემენ საჩუქრებს.
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
ხელოვნება
მუსიკა
ისტი
საფეხური/კლასი
მე-2 კლასი
პროექტის განხორციელების დრო
დასაწყისი 03.04.2017, დასასრული-03.06.2017
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართ.II. 1.მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამე-ტყველო სიტუაციებში.
ინდიკატორები:
·         ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
·         სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ?  / ბრძანდებით?);
·         ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან უარი და . .).
ინდიკატორები:
·         ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·         სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
·         სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების) სათანადო კონტექსტში;
·         განასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“ ანწამოდი, გთხოვ“) და თავაზიანობის გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ანწამობრძანდით, გთხოვთ“) ენობრივ ფორმებს.
·         წაიკითხეს მოთხრობები,ლექსები _ გაიაზრეს , იმსჯელეს. თავადაც დაწერეს ტექსტები, ზოგმა ლექსიც კი.

·         შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

..II.1.



..II.5.

__შექმნეს გაფორმებული ბარათები _მოხატეს , გააკეთეს აპლიკაციები , ტექსტი გააფორმეს კალიგრაფიულად.

·         მუსიკა

პრაქტიკული უნარ ჩვევები

მუს.II.2.


სამოქალაქო განათლება
·         პიროვნული განვითარება
·         მოსწავლეს სეუძლია გააანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
21-2 საუკუნის უნარები
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
     თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ისტი
ის.ტექნ.დაწყ.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებისშერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევისპროცესში

მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
      
     თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება - ისტი
ის.ტექნ.დაწყ.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებისშერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის

მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
      
მედიაწიგნიერება
გადადი ლინკზე

პროექტის სასწავლო მიზნები და  შედეგები
·         მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, ტოლერანტობა, თანადგომის უნარის  განვითარება, საკომუნიკაციო უნარები.
·         ასევე  საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი  ტექსტის შექმნის უნარი;
·         ჩვენი, (მოსწავლეებისა და მათი მშობლების)სურვილია მცირედით მაინც შევეწიოთ იმ ხალხს, რომლებსაც თანადგომა ყველაზე მეტად
სჭირდებათ. მათ უნდა იგრძნონ, რომ დავიწყებულები არ არიან. ვაპირებთ, შეგროვებული თანხით პროდუქტები შევიძინოთ და უახლოეს დღეებში თვითონვე მივუტანოთ პანსიონატში  მცხოვრებ მოხუცებს.მაგალითი მივცეთ ბავშვებს და ყველამ უნდა იცოდეს რომ ჩვენც დავბერდებით... და რომ სიკეთე გადამდებია...

პროექტის განხორციელების შემდეგ შედეგად მივიღებ:
ა) ჩვენი იქ მისვლით , მოხუცებს მივანიჭებთ უდიდეს სიამოვნებას და სიხარულს ,  არ იგრძნობენ თავს მიტოვებულად, გახალისდებიან ბავშვებთან ერთად https://www.youtube.com/watch?v=HJP4ped8Q7E
ბ) ბავშვებს კიდევ უფრო გაუჩნდებათ სიკეთის კეთების სურვილი და მიხვდებიან , რომ ამ ჟესტით მათ მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი, კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ იმას , რომ მოხუცებს უნდა გაუფრთხილდნენ , მოეფერონ და ა.შ.
გ) განუვიტარდებათ საკომუნიკაციო უნარები.
დ) განივითარებენ საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი  ტექსტის შექმნის უნარს (ბარათები, ინტერვიუ, დიალოგი და საუბრები )
ე) ტექნოლოგიების ,,ბუკის“ გამოყენება.

·        პროექტის აღწერა   ( აქტივობების შესაბამისობა მიზანთან)

პირველი ნაწილი :  კვირაში ორი დღე ეთმობა ,,კითხვის საათს“  მოხუცისა და ბავშვის ურთიერთობის
საკითხებზე(ორი აკადემიური საათი).მოვიძიებთ მოთხრობებს ამ თემაზე და ვკითხულობთ სკოლაში , შემდეგ ვსაუბრობთ ნაწარმოების ირგვლივ , ვახასიათებთ
პერსონაჟებს , ვმსჯელობთ  მათ დადებით და ურყოფით მხარეებზეე და ა.შ
წაკითხული ნაწარმოებები:
ქეთევან ჭილაშვილის „ჩურჩხელა“;
გურამ რჩეულიშვილის ,,ერთხელ“;
გოდერძი ჩოხელის ,,ბებო“
..ბებოს საიდუმლო“
ლექსები და სხვ.
მეორე ნაწილი;
მოსწავლეთა ბებიების მოწვევა
ინტრვიუ ბებოსთან _ბუკით ვიდეოს გადაღება

ნაწილი მესამე სტუმრად ,,ჩემს ოჯახში“
   შეძლებისდაგვარად ხელდამშვენებულნი (რისთვისაც  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
 მშობლებს , ასევე თანადგომისთვის )სტუმრად წასვლა  მოხუცთა პანსიონატშიჩვენი ოჯახი“ ,

ბავშვებმა დიდი სითბო და სიყვარული აჩუქეს მათ_ იმღერეს, იცეკვეს , გულთბილი სიტყვებით მოეფერნენ, გულში ჩაიკრეს საყვარელი მოხუცები ,ნამდვილად დაუვიწყარი დღე აჩუქეს...

,,უნდა გვახსოვდეს ,რომ მუდმივი ამქვეყნად არაფერია და დრო მოვა ჩვენც დავბერდებით ‘ ‘__ზუსტად ამ სიტყვებით დაამთავრა ჩემმა ერთერთმა მოსწავლემ თავისი სიტყვები და არამარტო მან ... იყო სიმღერა , ცეკვა, გულთბილი სიტყვები, ჩახუტება, მოფერება ...ცრემლები გულაჩუყებული და სიხარულის !!!
... სიკეთე გადამდებია!!!...



შეფასების გეგმა

პროექტის დასაწყისში
ვესაუბრე ბავშვებს და მათ მშობლებს -გავაცანი პროექტის არსი და მიზანი . განვიხილე თუ რა უნარების განვითრაებას უწობს ხელს აღნიშნული პროექტი , ვისაუბრე მისი დადებითი მხარის შესახებ. მოხდება სხვადასხვა უნარების აღმოჩენაც კი და სხვ.

პროექტში მონაწილეთა
გამოცდილების გათვალისწინება
 პანსიონატში ხუთი ბებოა , ბავშვები გადანაწილდებიან  ჯგუფებად , ბებოების რაოდენობის მიხედვიტ და გაინაწილებენ  დავალებებს შესაძლებლობების გათვალისწინებით :
1.       ბარათის ტექსტის შედგენა; (თუნდაც საკუთარი ლექსი)
2.       ბარათის გაფორმება;
3.       სიმღერა
4.       ცეკვა
5.       ლექსის მხატვრულად წაკითხვა
6.       ინტერვიუ
7.       მისასალმებელი სიტყვა
8.       მშობელთა აქტიური ჩართულობა
https://www.youtube.com/watch?v=zOegCsHsYTU  (ლექსს კითხულობს საბა დედიკოსთან ერთად)
https://www.youtube.com/watch?v=EtHam5HqdGs  (მღერიან ლუჩია და დედიკო)
https://www.youtube.com/watch?v=dDTU78fNyV0&feature=youtu.be  (მშობელი ნინო დათულიშვილი კითხულობა ს საკუთარ ლექსს)

პროექტის დასრულების შემდეგ
სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვისაუბრეთ კიდევ ერთხელ  ამ დღესთან დაკავშირებით , ზოგადად სიკეთეზე და ა.შ.
შემდეგ ბავშვებმა კვლავ გააკეთეს ჩანაწერები , თავიანთი შთაბეჭდილებები გადმოსცეს ფურცელზე და გააფორმეს ნახატებით...

შეფასების მოკლე მონახაზი
*პროექტის განხორციელების შედეგედ მოხდა ბავსვებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, ტოლერანტობა, თანადგომის უნარის  განვითარება, საკომუნიკაციო უნარების ამაღლება.

·          
21- საუკუნის უნარების კიდევ უფრო გაღრმავება;


·        ჩვენი იქ მისვლით , მოხუცებს მივანიჭეთ უდიდეს სიამოვნება და სიხარული,   გახალისდნენ ბავშვებთან ერთად https://www.youtube.com/watch?v=HJP4ped8Q7E ;
·         ბავშვებს კიდევ უფრო გაუჩნდათ სიკეთის კეთების სურვილი;
·          განუვითარდათ საკომუნიკაციო უნარები; ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·         სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
·         სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების) სათანადო კონტექსტში;

·        განივითარეს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი  ტექსტის შექმნის უნარი (ბარათები, ინტერვიუ, დიალოგი და საუბრები )
  •  ესთეტიური გემოვნების განვითარება. მათ შეძლეს ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტის და პრინციპის გამოყენება   ნამუშევრის შექმნისას.


https://www.youtube.com/watch?v=wABmbqXJU3o პროექტის შეფასება პანსიონის დირექტორის მიერ

სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
გამართული, გააზრებული კითხავა, საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და აზრის გადმოცემა. აზრობრივად გამართული ტექსტის წერა. ხატვა, ფერად ქაღალდებიტ აპლიკაციების შექმნა - გამოჭრა ჩაწებება ,ერთიანი კომპოზიციის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ინტერვიუს ჩაწერა ბუკის გამოყენებით ვიდეოს გადაღება და შენახვა.

სასწავლო პროცედურები
მხატვრული ნაწარმოებების კითხვა, კითხვაში კიდევ უფრო გაწაფვა,მხატვრული კიტხვის ტექნიკის უნარის გაუმჯობესება;
საკომუნიკაციო უნარების განვითარება, ბუკის გამოყენება,თანამედროვე  ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება
მოსწავლეთა მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, ტოლერანტობა, თანადგომის უნარის  განვითარება.


სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ü  კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
ü  მობილური ტელეფონი
ü  ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ü  ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
ü  სხვა -----დისკი ,,ფლეშკა“-----
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ü  ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ü  ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ü  ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ქეთევან ჭილაშვილის „ჩურჩხელა“;
გურამ რჩეულიშვილის ,,ერთხელ“;
გოდერძი ჩოხელის ,,ბებო“
..ბებოს საიდუმლო“
ინვენტარი/მასალები
მხატვრულ ლიტ-რა, თაბახები , ფერადი ფურცლები მაკრატელი, წებო , საღებავი, ფლომასტერი, ფანწრები კალამი , ფოტოაპარატი , მობილური ტელეფონი ბუკი , დისკი, ფლეშკა .
ინტერნეტრესურსები
   http://ncp.ge 
სხვა რესურსები
ვიზიტი პანსიონატში , მოწვეული სტუმრები_ მოსწავლეთა ბებიები, მშობლები , პანსიონატში მცხოვრები მოხუცები.


Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!