სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







воскресенье, 14 февраля 2016 г.

გუგა და ბუბა

გუგა და ბუბა

ცხოვრობენ ჩვენს ქალაქში, საბურთალოზე, ძმები _ გუგა და ბუბა. ახლა გუგა რვა წლისაა, ბუბა შვიდისა. გუგა მეორე კლასში დადის, ბუბა პირველში. ორივე დედას დაჰყავს სკოლაში. გუგა მარჯვენა მხარეს ამოუდგება ხოლმე დედას, ბუბა მარცხენა მხარეს. მიდიან ასე სამნი და ბიჭები ენას არ აჩერებენ წამით. ათასი რამ აინტერესებთ, ათიათასი.
_ დედა, ასწევს იაპონური ამწეკრანი ათსართულიან სახლს თავისი მაცხოვრებლებით? _ კითხულობს გუგა.
ბუბა პასუხს არ აცდის დედას, ის უფრო აღელვებული კითხულობს:
_ ტროლეიბუსი და ავტობუსი რომ დაეჯახნენ  მთელი ძალით ერთმანეთს, რომელი გადაბრუნდება პირველად, ტროლეიბუსი თუ ავტობუსი?
დედას უნდა, რომ ყურებზე ხელები მიიფაროს, მაგრამ ხელები გაკავებული აქვს. ამიტომ, თვალებს დახუჭავს, ფეხებს ხმაურით გადაადგამს და ამბობს.
_ არ ვიცი, არ ვიცი, მე ეგეთი სისულელეები არ ვიცი!
ბიჭები აჰყურებენ და თან დანანებით, თანაც ფარული სიამაყით ეღიმებათ.
სკოლაში გუგას კლასიც მეორე სართულზეა, ბუბასიც, მხოლოდ ერთი დერეფნის თავშია, მეორე ბოლოში.
ერთხელ მთელი ამბავი ატყდა სკოლაში. გუგამ ერთ მესამეკლასელ ბიჭს ისეთი შემოსცხო, ორტოტად წამოადინა ცხვირიდან სისხლი. შეათრიეს გუგა სამასწავლებლოში, უმეტესობა თავხედს, ხულიგანს ეძახდა. მაგრამ, ვინც კი გაიგებდა, რატომაც შემოსცხო მესამეკლასელ ბიჭს, ყველა გუგას ამართლებდა.
ადამიანები ვართ და გუგასაც ადამიანური რამ დასჭირდა, _ მოიწით ახლოს, ყურში გეტყვით _ საპირფარეშომესამეკლასელი ბიჭი კი მივიდა და დაუწყო ხელის კვრა, ჩაგდება უნდა გუგასი. გუგამ, როგორც იქნა, შეიკრა შარვალი, გადმოვიდა შემაღლებიდან, გაიზნიქა უკან, გამოაქანა იქიდან მარჯვენა მუშტი და ეს გამოქანება იმით დამთავრდა, რომ გულაღმა გადავარდნილ მესამეკლასელ ბიჭს ორტოტად წამოუვიდა ცხვირიდან სისხლი. თვითონ გუგა იმ დარტყმამდეც ტიროდა, დარტყმის შემდეგ ხომ თითქმის აღრიალდა. ბუბამ კი ვერაფერიც ვერ გაიგო დერეფნის მეორე ბოლოში. სხვებმა უამბეს ძმის ამბავი. ბუბა გიჟდებოდა _ თვითონაც რატომ არ შემოსცხო იმ მესამეკლასელს. გუგას გვერდით რომ მიდიოდა, სულ იჭიმებოდა, უნდოდა ყველასთვის ეგრძნობინებინა, რომ ძალიან ღონიერი იყო. მესამეკლასელი ბიჭი თაგვივით ემალებოდათ.
გუგასაც ხატვა უყვარს, ბუბასაც. გუგა სულ სპორტსმენებს, რომაელ ჯარისკაცებს და გერმანელ რაინდებს ხატავს, ბუბა _ ომებსგუგას ნახატები მშვიდია. მკვეთრხაზებიანი. ბუბას ნახატები ყოველთვის კორიანტელებს ჰგავს
გაგრძელაბა იქნება


რევაზ ინანიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!