სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







среда, 2 декабря 2015 г.

ირინას ბლოგი: დამრიგებლის ჩანაწერები

ირინას ბლოგი: დამრიგებლის ჩანაწერები: მზე ამოვიდა!!! მინდა გითხრათ საოცარ სამყაროში ვცხოვრობ , ამ სამყაროს კი ჩემი პატარები , ჩემს მოსწავლეებს ვგულისხმობ  რა თქმა უნდა , მიქ...

 მეწერინებოდა ამ რამდენიმე წლის წინ :) , ხოდა დავწერე ის რაც ზევით მოგახსენეთ!

ისეთ საინტერესო ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა ,მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, რომ ხანდახან მოგეძალება ჯიუტად წერის სურვილი და მათზე საუბარი... იმიტომ, რომ ამ მომენტში უფრო ახლოს ხარ მათთან, ხარ მათი მეგობარი და მესაიდუმლე, ცდილობ შეღწიო მათ ძალიან თბილ და წრფელ გულებში ,ღმერთო ჩემო რა სუფთა და გამჭვირვალეა მათი პაწაწუნა გულები. ყველაზე ერთგულები ,უღალატოები ბავშვები არიან მთელ დედამიწის გულზე...

დღეს , შუა გაკვეთილზე ,გაქანებული საუბრის და მუშაობის დრო ჩემთან მოვიდა პატარა, ცუგრუმელა გოგონა ,დამიდგა გვერდით და მიყურებს მეტყველი თვალებით, როდესაც ვკითხე , აბა, რა გინდათქო__ შენ გვერდით მინდა დგომა, შენთან მინდაო... :) შეიძლება ამ წუთებს გაუკეთო კომენტარი ? არა ეს არის_უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ!
მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, გაუგეთ უსიტყვოდ , გაუგეთ თვალებით,გახდით მათი ტოლი და სწორი , იყავით წრფელნი და მართალნი მათთან, დამიჯერეთ ათმაგად და ასმაგათ დაგიბრუნდებათ იგივე ... მეგობრებო, ვისწავლოთ მათგან სიყვარული!!!

აი, როგორც ხედავთ დღესაც მეწერინება !)))

მიყვარხართ , ჩემო პატარებო!!!
...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.
 ეს სიტყვები პრინცესა დ ა ი ა ნ ა ს ეკუთვნის ...ხოდა ასე მგონია ჩემი სიტყვებია და მე დავწერე.
მიყვარხართ!!
თქვენი ირინა მასწავლებელი

4 комментария:

  1. ირინა მას ისეთი საყვარელი ხართ, მინდა რომ ჩემი ყველა შვილის მასწავლებელი თქვენ იყოთ, მიხარია რომ სანდროს მაინც ასწავლით! კესო

    ОтветитьУдалить
  2. dzalian miyvarxart irina mascavlebelo ,bednieri var rom gagicanit da chem shvilis agzrdashi igebt monacileobas mixaria,rom,agzardit chems shvils tqvenair adamianad,gmertma jamrteli gamyopot rom didxans iyot da aseti adamianebi bevri da bevri aggezardot.miyvarxart dzalian

    ОтветитьУдалить
  3. ყელში ბურთი გამეჩხირა აი იცით სად პატარა გოგონა მოვიდაო და დადგა ჩემს გვერდიტო და ასე მითხრა შენთან მინდაო....როგორი ღრმა სულის ადამიანი ბრძანდებით ქ. ირინა....
    ძალიან მიყვარხართ!!!
    ძლივს ჩავიკითხე ბოლომდე....ერთი ამოსუნთქვით დაწერილი სითყვებია აქ ყველა!!!
    თქვენ შემოგევლეთ...იხარეთ და იდღეგრძელეთ მარად! <3 <3
    ნათია სადაღაშვილი

    ОтветитьУдалить

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!