სხვა გვერდები
- მთავარი
- ჩვენი ეთერი
- ტესტები და სახალისო დავალებები
- როგორ განვათავსო ბლოგზე კომენტარი...
- თემატური გეგმები
- რჩევები მშობლებს
- მოგონებები მწერლებზე
- ექსკურსია მცხეთაში
- ჩვენი ბიბლიოთეკა
- სლაიდები
- სამუშაო ფურცლები
- ტესტები
- დედაენა
- რჩევები- ბლოგი უფროსებისთვის
- საკითხავი მასალა
- ჩემი სასწავლო რესურსები
- ჩემი მიერ შექმნილი რესურსები
- ეზოპეს იგავები
- კონტაქტი მშობლებთან
- წიგნები
- ახალი სასწავლო გეგმები
- 1-ლი კლასის ვიდეომასალა
- მე-2 კლასის ვიდეომასალა
- გაკვეთილების ცხრილი
- არდადეგები და უქმე დღეები
- მე-2 კლასის თემატური გეგმები
- ტესტირება
- რესურსები მე-2 კლასისთვის
- მარტყოფი
- პროექტი ,,ჩვენც მოვხუცდებით"
- ახალი წელი
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური)...
- ჩემი სამშობლო
- ევერესტი მე-3 კლასი
- ზოგადი უნარები -ლოგიკა
- ევერესტი VII ნაწ.
- ბლოგის შეფასების კითხვარი
- არდადეგებზე საკითხავი
- მიმატება-გამოკლება პირველკლასელთათვის
- ბარონ მიუნჰაუზენის თავგასავალი
- საზაფხულო დავალებები
- აუდიო წიგნები
воскресенье, 26 июня 2016 г.
воскресенье, 19 июня 2016 г.
საზაფხულო 6
ჩემო ჭკვიანებო გახსოვთ "გვრიტი"? __ აბა დედიკოს მოუყევით ...
თუ არ გახსოვს , იქნებ უყურო ვიდეოს :)
ავტორი ჯანი როდარი (ლინკი)
თუ არ გახსოვს , იქნებ უყურო ვიდეოს :)
ავტორი ჯანი როდარი (ლინკი)
ნაყინის სახლი
არცთუ დიდი ხნის წინათ ,ბოლონიაში (ლინკი), ზედ მთავარ მოედანზე, ნაყინის სახლი
ააგეს. ვინ იცის, საიდან აღარ მოგროვდნენ იმ მოედანზე ყმაწვილები, ყველაზე მივარ-
დნილი მხარეებიდანაც კი ჩამოვიდნენ, გავიგეთ გემრიელი სახლი აუშენებიათ და იქნებ ცოტა მაინც გაგვალოკინონო.
ნაყინის სახლს მარმელადის სახურავი ჰქონდა, საკვამურებიდან კვამლის მაგივრად გათქვეფილი ნაღები ამოდიოდა, ბუხრები კი სულ ერთიანად დაშაქრული
ხილისა გაემართათ. დანარჩენი ყველაფერი ნაყინისა იყო — კარებიც, კედლებიც. ავეჯიც რომ ავეჯია, ისინიც ნაყინისა იდგა.
ერთი პატარა ბიჭი ლამის ზედ აეკრა სასადილო მაგიდას. იმდენი ულოკა ოთხივე ფეხი, მაგიდამ ვეღარ გაუძლო და თავზე დაემხო თავის თეფშებიანად და ლამბაქებიანად. მერე სულ შოკოლადიანი ნაყინის თეფშები და ლამბაქები ეწყო იმ მაგიდაზე! თანაც ნუღარ იტყვი, როგორი შოკოლადიანი ნაყინისა! უკეთესი ტყუილია!
ერთხელაც იქით ქალაქის ყარაულმა ჩაიარა და დაინახა — ერთი ფანჯარა თანდათან დნებოდა. ფანჯარას მინები მარწყვის ნაყინისა ჰქონდა და იმიტომაც იყო, ვარდისფრად რომ წურწურებდა.
— არიქათ! — ყვირილი ატეხა დარაჯმა. — მალე!
ყველანი ერთბაშად მისცვივდნენ შემდნარ სახლს და გაჩაღდა ლოკვა, მაგრამ
რა გაჩაღდა! აი, პირის ჩატკბარუნება იქ იყო!
— დედაშვილობამ, სავარძელი მაინც გამომიტანეთ! — საბრალოდ იხვეწებოდა
ერთი დედაბერი, რომელსაც იმდენ ხალხში თავგზა აჰბნეოდა. — ნუ მაწყენინებთ მოხუც ადამიანს! ბევრს არა გთხოვთ, სავარძელი მინახეთ რამე, იქნებ სახელურებიანიც
იყოს!
ერთი გულკეთილი მეხანძრე მართლაც შევარდა სახლში და დედაბერს კრემითა და ბუსტუღის (ლინკი)გულითმორთული ნაყინის სავარძელი გამოუტანა. უნდა გენახათ
რა დღეში ჩავარდა საცოდავი, აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულით! იცოცხლე, ხელად
მოულხინა კიდეც და სწორედ სახელურებიდან დაიწყო!
რაღა ბევრი გავაგრძელო, ნამდვილი დღეობა გაიმართა! ღმერთმანი, მუცელიც
კი არავის ასტკივებია, ექიმებს ებრძანებინათ, ბუყბუყი და თუხთუხი არ გავიგოთო.
ამ ამბავს ახლაც ჰყვებიან.
თუ ბავშვი ატყდა, დედას ან მამას ჩააცივდა, გინდა თუ არა, ნაყინი მეორედაც
უნდა მიყიდოო, მშობლებს გული მოსდით და უჯავრდებიან:
— კიდევ რა გინდა! ბოლონიელებისა არ იყოს, იქნებ ნაყინის სახლიც ამაშენებინო!ჩაწერეთ რვეულში:
- რა მოგეწონათ ამ მოთხრობაში?
- თქვენი ოცნება რა არის?
- შეიძლება იყოს რეალური (ნამდვილი) ეს ამბავი და რატომ?
среда, 15 июня 2016 г.
воскресенье, 12 июня 2016 г.
воскресенье, 5 июня 2016 г.
საზაფხულო 4
საკითხავი:
რიცხვები და ანდაზები
წვიმა დაიწყო დილის 9 საათზე და გაგრძელდა 5საათი ,შემდეგ მზემ გამოაჭყიტა და წვიმამაც გადაიღო. რომელ საათზე გადაიღო წვიმამ?
მეცხვარეს ჰყავდა 20 ცხვარი, ეს ცხვრები მას ყოველ დილით საბალახოდ გაჰყავდა. ერთ დღესაც შინ რომ დაბრუნდა ნახა, რომ 3 ცხვარი აკლდა . რამდენი ცხვარი ჰყავს ახლა მეცხვარეს?
[შედაგინე მოკლე პირობა და ამოხსენი ამოცანა]
რიცხვები და ანდაზები
- ამოცანა-1
- ამოცანა-2
მეცხვარეს ჰყავდა 20 ცხვარი, ეს ცხვრები მას ყოველ დილით საბალახოდ გაჰყავდა. ერთ დღესაც შინ რომ დაბრუნდა ნახა, რომ 3 ცხვარი აკლდა . რამდენი ცხვარი ჰყავს ახლა მეცხვარეს?
[შედაგინე მოკლე პირობა და ამოხსენი ამოცანა]
საზაფხულო 3
მათემატიკა სახალისო
- ტესტი გრამატიკაში
- რომელია თხრობითი წინადადება?
ა) ძაღლი ადამიანის მეგობარია.
ბ) ძაღლი ადამიანის მეგობარია?
გ) ძაღლი ადამიანის მეგობარია!
- როგორია წინადადება: „წადი აქედან!“
ა)თხრობითი ბ)ძახილის გ)ბრძანებითი
- რამდენი ასო- ბგერაა სიტყვაში „სამშობლო“
ა)შვიდი ბ) ექვსი გ)რვა
- რამდენი სიტყვაა მოცემულ წინადადებაში:მე პატარა ქართველი ვარ!
ა)ორი ბ) ექვსი გ)ოთხი
- რამდენი ხმოვანია სიტყვაში „სამშობლო?
ა)სამი ბ)ხუთი გ) ოთხი
- რამდენი თანხმოვანია სიტყვაში „ამხანაგი?“
ა)სამი ბ) ოთხი გ)რვა
- ჩამოთვლილთაგან რომელია ხმოვანი ბგერები?
ა)ა,ბ,გ,ი,ს ბ)ა,ე,ი,ო,უ გ) ა,ე ი, უ,რ
- ჩამოთვლილთაგან რომელია თანხმოვანი ბგერები
ა) ბ,კ,ლ,მ,ნ, ბ)ა,ე,ი,ო,უ გ)ა,ე,ი,თ,შ
- რამდენი მარცვალია სიტყვაში „საქანელა“
ა)ერთი ბ)ორი გ)ოთხი
- რომელ სიტყვებს დაესმის კითხვა ვინ?
ძაღლი,ლომი,ქათამი,ექიმი,გია,მასწავლებელი,ნაძვი,მაგიდა.
ვინ?________________________________________________
- რამდენი მარცვალია სიტყვაში „სახლს“
ა)სამი ბ)ორი გ)ერთი
- რომელ სიტყვებს დაესმის კითხვა რა?
კატა,ცხენი,მუშა,გვანცა,დედოფალი,ნავი,ხე,ცხვარი,მერხი
რა?__________________________________________________________
მოსასმენი მასალა!!!
გაგრძელება დაწერეთ რვეულში !სახალისო
суббота, 4 июня 2016 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)