სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







воскресенье, 19 июня 2016 г.

საზაფხულო 6

ჩემო ჭკვიანებო გახსოვთ "გვრიტი"? __ აბა დედიკოს მოუყევით ...
თუ არ გახსოვს , იქნებ უყურო ვიდეოს :)




ავტორი ჯანი როდარი (ლინკი)


ნაყინის სახლი
   არცთუ დიდი ხნის წინათ ,ბოლონიაში (ლინკი), ზედ მთავარ მოედანზე, ნაყინის სახლი ააგეს. ვინ იცის, საიდან აღარ მოგროვდნენ იმ მოედანზე ყმაწვილები, ყველაზე მივარ- დნილი მხარეებიდანაც კი ჩამოვიდნენ, გავიგეთ გემრიელი სახლი აუშენებიათ და იქნებ ცოტა მაინც გაგვალოკინონო. ნაყინის სახლს მარმელადის სახურავი ჰქონდა, საკვამურებიდან კვამლის მაგივრად გათქვეფილი ნაღები ამოდიოდა, ბუხრები კი სულ ერთიანად დაშაქრული ხილისა გაემართათ. დანარჩენი ყველაფერი ნაყინისა იყო — კარებიც, კედლებიც. ავეჯიც რომ ავეჯია, ისინიც ნაყინისა იდგა. ერთი პატარა ბიჭი ლამის ზედ აეკრა სასადილო მაგიდას. იმდენი ულოკა ოთხივე ფეხი, მაგიდამ ვეღარ გაუძლო და თავზე დაემხო თავის თეფშებიანად და ლამბაქებიანად. მერე სულ შოკოლადიანი ნაყინის თეფშები და ლამბაქები ეწყო იმ მაგიდაზე! თანაც ნუღარ იტყვი, როგორი შოკოლადიანი ნაყინისა! უკეთესი ტყუილია! ერთხელაც იქით ქალაქის ყარაულმა ჩაიარა და დაინახა — ერთი ფანჯარა თანდათან დნებოდა. ფანჯარას მინები მარწყვის ნაყინისა ჰქონდა და იმიტომაც იყო, ვარდისფრად რომ წურწურებდა. — არიქათ! — ყვირილი ატეხა დარაჯმა. — მალე! ყველანი ერთბაშად მისცვივდნენ შემდნარ სახლს და გაჩაღდა ლოკვა, მაგრამ რა გაჩაღდა! აი, პირის ჩატკბარუნება იქ იყო! — დედაშვილობამ, სავარძელი მაინც გამომიტანეთ! — საბრალოდ იხვეწებოდა ერთი დედაბერი, რომელსაც იმდენ ხალხში თავგზა აჰბნეოდა. — ნუ მაწყენინებთ მოხუც ადამიანს! ბევრს არა გთხოვთ, სავარძელი მინახეთ რამე, იქნებ სახელურებიანიც იყოს! ერთი გულკეთილი მეხანძრე მართლაც შევარდა სახლში და დედაბერს კრემითა და ბუსტუღის (ლინკი)გულითმორთული ნაყინის სავარძელი გამოუტანა. უნდა გენახათ რა დღეში ჩავარდა საცოდავი, აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულით! იცოცხლე, ხელად მოულხინა კიდეც და სწორედ სახელურებიდან დაიწყო! რაღა ბევრი გავაგრძელო, ნამდვილი დღეობა გაიმართა! ღმერთმანი, მუცელიც კი არავის ასტკივებია, ექიმებს ებრძანებინათ, ბუყბუყი და თუხთუხი არ გავიგოთო. ამ ამბავს ახლაც ჰყვებიან. თუ ბავშვი ატყდა, დედას ან მამას ჩააცივდა, გინდა თუ არა, ნაყინი მეორედაც უნდა მიყიდოო, მშობლებს გული მოსდით და უჯავრდებიან: — კიდევ რა გინდა! ბოლონიელებისა არ იყოს, იქნებ ნაყინის სახლიც ამაშენებინო!

ჩაწერეთ რვეულში: 

  1. რა მოგეწონათ ამ მოთხრობაში?
  2. თქვენი ოცნება რა არის?
  3. შეიძლება იყოს რეალური (ნამდვილი) ეს ამბავი და რატომ?








Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!