სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







понедельник, 29 января 2018 г.

ს/დ 30.01.18



უფლისციხე
 
საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი კლდეში ნაკვეთი ძეგლია დაცული: უფლისციხე, ვარძია და დავით გარეჯა. ამათგან ყველაზე უძველესი უფლისციხეა.  
უფლისციხე

ქართული:
,,ქართლის გზაზე"-ზეპირად

დასაწერად: N8[103]





ლადო ასათიანზე:


ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს დაიბადა. ბავშვობა მშობლიურ ბარდნალაში გაატარა. ბარდნალა ლეჩხუმის პატარა სოფელია. აქ, ფერდობზე, დღესაც დგას იმერული ოდა-სახლი.
ლადოს ბავშვობისდროინდელი გატაცება ცხენისწყალი იყო; ჩამოჯდებოდა მდინარის ნაპირზე და ტკბებოდა ბუნების სილამაზის ჭვრეტით. აქ მიღებული პირველი შთაბეჭდილებები, სოფლის შეუბღალავი სურათები გაცოცხლდნენ მის ლექსებში, რომლებიც ლეჩხუმის ჯანსაღი და გამჭვირვალე ჰაერით სუნთქავენ.
***
   …უბის წიგნაკშიც წერს: ,,არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი საათი, რომ არ ვფიქრობდე ჩემს ბავშვობაზე, თითქოს თან დამაქვს ეს ბავშვობა და მისი შთაბეჭდილებებიო''. საოცარია ლექსი ,,ლეჩხუმური შემოდგომა''. ამ ლექსის სტრიქონებიდან ისმის ,,ორღობეებში ურმების ჭრიალს აყოლილი ძაღლების ყეფა'', ,,უზარმაზარი საწნახელის ქშენა'', ,,საყანე ახოების ჭრის'', ,,ბუხარში ოცნებასავით ნელ-ნელა დამწვარი ფიჭვის მორების ხანძრის'', ,,სახლის წინ აქაქანებული ქათმების'' და სხვა დაუვიწყარი, საამური ხმები.
სიკვდილის წინაც, ვაჟა-ფშაველასავით, მშობლიური ლეჩხუმის წყაროს წყალი ინატრა მამაპაპური სარწყულიდან, რათა ჭლექის სასტიკი სენით დაფლეთილ ფილტვებსა და ცხელების ალმურით გათანგულ მკერდზე სიცოცხლის წყაროსავით ესხურებინა.

ტუბერკულოზის გამო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პოეტი მირზა გელოვანს სწერდა: ,,ისევ დავბრუნდი ტფილისს. ვარ ისე, საშუალოდ. არა მიშავს რა, დავდივარ უსამსახუროდ და უფულოდ თბილისის ქუჩებში და მაინც არ ვწუხვარ, რადგან საქართველოში ვარ, ხომ იცი, სხვა საქართველო სად არის...''
 ლექსის წერისას მიუსწრო პოეტს... ,,ჰაერში ხელით რაღაც მოხაზა, ბაგე ოდნავ გახსნა და ,,მა...''- მსგავსი ბგერა აღმოხდა... ვინ უწყის, რას ნიშნავდა შუაზე გაწყვეტილი სიტყვა – ,,მამას'' თუ ,,მანანას''? სიკვდილის წინ თურმე მოხუცი მამის ხილვას ნატრობდა, დღენიადაგ სიზმარში ნახულობდა მას... ის-ის იყო ლადოს სული სხეულს გაშორდა, რომ კიბეზე ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა, – ოთახში პოეტის მამა შემოვიდა. მოხუცმა დაიგვიანა, ვეღარ აუსრულა შვილს ნატვრა.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელა სრულიად ახალგაზრდა , 26 წლისა, ისე რომ სიცოცხლეში თავისი წიგნის გამოცემით მინიჭებული სიხარული არ უგრძვნია. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა პანთეონში



მათემატიკა:

  1. N4-ის   IV და  V სვეტი;[8]
  2. N6,9 [9]
წასაკითხი მასალა:






ბუნება:
,,ელვა და ჭექა-ქუხილი";
,*სავარჯიშოები* დასაწერად




Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!