სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







четверг, 29 октября 2015 г.

საშინაო დავალება 02/11/15

ქართული___ მუსმინე და გაიმეორე (დააკლიკე)
  • "უთო "კარგად კითხვით ,რვეულების გაცვლა დაგვავიწყდა, ამიტომ ტექსტიდან ამოწერეთ სამი წინადადება;
  • უკარნახეთ მარცვლები და მოძრავი ანბანით ააწყონ ბავშვებმა , შემდეგ წააკიტხეთ თავიანთი აწყობილი მარცვლები.დღეში სამჯერ!!!!!!!
  • მოძრავი ანბანით ააწყვეთ :ეს თუთის ხეა. ის თათულია.აი ოთხი უთო.
  • გადაიმეორეთ და წაიკითხეთ ყველა ტექსტი






ეს სიტყვები წაიკითხონ და შემდეგ ჩაწერონ რვეულში. (დააკლიკეთ სურათზე და გადიდდება )




მათემატიკა


უპასუხე შეკითხვებს on PhotoPeach

დასაწერად__ყველა დავალება დაწერეთ რვეულში გვ65-იდან
დამატებით

თუ გადაუხატავთ კარგი იქნება  :)

ბუნება--ოთხშაბათამდე ისწავლონ ეს ლექსი, ვინც სხვა ლექსი იცის "შემოდგომაზე" __ გაიხსენოს!!!

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება(შემოკლებით)

უხარია შემოდგომა
ყველას, დიდს თუ პატარას,
იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ,
ადუღებენ თათარას.

იმიტომ, რომ ვენახს კრეფენ,
ქვევრებს რეცხენ ღიპიანს;
იმიტომ, რომ რაც ხილია,
ყველა ხილი მწიფეა!

უხარია შემოდგომა
ყველას ასე ძალიან,
იმიტომ, რომ სავსეა
ბეღელი და ნალია.

იმიტომ, რომ სავსეა
კალათი და გოდორი,
იმიტომ, რომ ირევა
ცაში ოქროს ფოთოლი...

ეს ლექსი დაწერა ყველასთვის საყვარელმა პოეტმა 
მურმან ლებანიძემ
იხ.ვიდეო





ეს კი უუფროსებისთვის , ვფიქრობ საინტერესოა

среда, 28 октября 2015 г.

საშინაო დავალება 30/10/15

ქართული ___ ასო-ბგერა "უ", "უთო" კარგად კითხვით !!!  ზოგადად  კლასში კითხვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ", ვისურვებდი იყოს კარგი და სანიმუშო , ...გთხოვთ, კითხვას მივაქციოთ მეტი ყურადღება __ აკითხეთ დღის განმავლობაში , წააკითხეთ არა მიყოლებით (მუდმივად) , არამედ სხვადასხვა ადგილიდან:
ნიმუში: 

  1. წამიკითხე პირველი სტრიქონის მეორე სიტყვა, მეორის_პირველი და ა.შ.
  2. მოძებნე სიტყვა სადაც ორი ხმოვანია ;
  3. ჩამოთვალე ხმოვნები (ა,ე,ი,ო,უ);
  4. წამიკითხე ბოლო წინადადება ;
  5. მოძებნე ორ და სამმარცვლიანი სიტყვები .
ასეთი ვარჯიში გაუუმჯობესებს ბავშვებს კითხვის ტექნიკას და სახალისოც არის მათთვის. 
დაუწერეთ ფურცლებზე მარცვლე, ამობრუნებულად დაულაგეთ მაგიდაზე ,მათ კი  აიღონ , ამოატრიალონ და წაიკითხონ .შემდეგ ტექსტშიც მოაძებნინეთ ეს სიტყვა , ან ამ მარცვლით დაწყებული სიტყვა. 
...მოკლედ თქვენი ფანტაზიითაც შეგიძლიათ რამე მოიგონოთ და ამ ყველაფერს მისცით თამაშის ფორმა , მთავარია არ დავიზაროთ (უკაცრავად) უფროსებმა !!! 

შეკითხვები :
  1. რამდენი ხმოვანია ქართულში? __ხუთი: ა,ე,ი,ო,უ.
  2. სიტყვაში რამდენი მარცვალია? __სიტყვაში იმდენი მარცვალია რამდენიც ხმოვანი.
  3. რატომ უნდა დავრგოთ ხე? ___ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ ბუნების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. ხეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს. უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ხისათვის და ისინი მოჭრას გადავარჩინოთ და ა.შ.
  4. რა არის თოხი?__ სამუშაო , შრომის იარაღი
  5. ჩამოთვალე შინაური ცხოველები , რომელ შინაურ ცხოველს ,,შევხვდით" დედაენაში ?(თხას)
  6. რისთვისაა საათი საჭირო საათი ?__. . . . . . . .
დასაწერად___   აღადგინონ სიტყვები:  თუთ... ,  საა...ი , სახე...ი,   თ...ხა.
უ -ორი ხაზი . კალიგრაფიის რვეულში "უ" და "უთო"

მათემატიკა __ ციფრი 8,9 -გვ.62,63,64
დასაწერად 8 და 9 ორ-ორი ხაზი.
ამოცანა:
მანქანას უნდა გაევლო 8 კმ-ი. რამდენი კმ უნდა გაიაროს მანქანამ ,თუ მას ჯერ გავლილი აქვს 7 კმ? [ამოხსნა ჩაწერე რვეულში] 

პირველი კლასი: ჩვენი შემოქმედაბა

პირველი კლასი: ჩვენი შემოქმედაბა: აქ აიტვირთება მოსწავლეთა ნამუშევრები , ასევე  ბავშვების ,,შემოქმედების" ამსახველი ვიდეომასალა და სხვ. ბუნების გაკვეთილზე . მუშაობა ...

вторник, 27 октября 2015 г.

საშინაო დავალება ამოიკითხეთ29/10/15


გაკვეთილი კარგად კითხვით , წააკითხეთ სხვადასხვა ადგილიდან სიტყვები.
ლექსი ისევ ზეპირად :
ხე დარგე

თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!
ხე ხ  ე ე ხე.  სახე.  სა-თი-თე. აი ხე.  აი სახე.  აი სათითე. ოთხი ხე.  ოთხი სათითე.  ეს თეას სათითეა. ის სოსოს ოთახია.  ეს...
ამოწერეთ რვეულში სამსიტყვიანი და
 ოთხსიტყვიანი წინადადება .
მათემატიკა___61გვ.
დასაწერად მაგალითები მე-60 გვერდიდან და დასახაზად ოთხკუთხედი.
უტოლობა:

7...6
5...6
3...5
5...4

понедельник, 26 октября 2015 г.

საშინაო დავალება 28/10/15

გავიცნოთ 7


მოიგონეთ პატარა ამბავი შვიდიანზე :)

იყო და არა იყო რა იყო ციფრი  ,
რომელსაც ერქვა შვიდი.ერთხელ ...



ნახეთ ვიდეო _გავიხსენოთ უტოლობა  :)
 
რა დასკვნა გამოიტანეთ ვიდეოს ნახვის შემდეგ ?

დაწერეთ ს/დ-ის რვეულში

დავხაზოთ ერთი სამკუთხედი


ქართული___ ასო-ბგერა ,,ე" კარგად კითხვით!!! დავალება აქვთ ასეთი: ,,ეთამაშე დედიკოს"___თქვენ უთხარით ნებისმიერი სიტყვა ტექსტიდან ,ბავშვმა უნდა მოძებნოს ეს სიტყვა . დანიშნეთ წამზომი და დააფიქსირეთ დრო { არ დაიზაროთ მშობლებო}... შეახსენეთ ,რომ აუცილებელია გაარჩიონ რა ასოზე იწყება სიტყვა და იმის მიხედვით ეძებონ , ტექსტს უნდა გააყოლონ თითი, სათითაოდ სიტყვებს და ასე მოძებნონ, როდესაც მოძებნიან საჭირო პირველ ასოიან სიტყვას შემდეგ უკვე დანარჩენი ასოებიც გადაამოწმონ.:))) კარგად ჩამოვაყალიბე აზრი ? :))) 

  • უცილებლად დააწერინეთ ორი წინადადება კარნახით. 
  • ყოველდღიურად ,ხშირ-ხშირად , მოძრავი ანბანით ივარჯიშონ ... 
  • არ დაუყვიროთ , არ ეჩხუბოთ მეცადინეობის დროს. მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე !!! :))

სავარჯიშო   რვეულში გამოსაწერი აქვთ ასო და სიტყვა , 

ლექსი ზეპირად

ხე დარგე

თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!
მორის ფოცხიშვილი


ანდაზა - " ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო."

საშინაო დავალება 27/10/15

ქართული ___"თოხი "  კარგად კითხვით , დასაწერად -რვეულში გამოწერილი ნიმუშები. და ,,მაიას " დავალება _ვისაც არ დაუწერია .

მათემატიკა___
 შევადაროთ :

  1. 5…6
  2. 5…4
  3. 6…3
შეასრულეთ მოქმედებები:
4+2=.               
3-2=.  
1+5=

ავაწყოთ "ნაძვის ხე"
დაფიდან ვაკეთებთ ყვავილს ( ვერ მოვასწარით სკოლაში და თუ გავაკათებთ კარგი იქნება _გაუმზადეთ აპლიკაცია , ან ჩაუხატეთ :)
P.s. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს _ რომ მორჩებით დავალების დაწერას. 6-10 უჯრის ინტერვალით გაუმზადეთ სათაური _მეორე დღის რიცხვი და "ს/წ " და კიდეში დაუსვით წერტილი საიდან დაიწყებს წერას , თორემ ბევრი დრო მეხარჯება ამაში და თუ დაგვეხმარებით კარგი იქნება :)







 წინასწარ გიხდით მადლობას  :)

пятница, 23 октября 2015 г.

თოხი " მაიას გაკვეთილი

საშოანო დავალება 26/10/15

ნახეთაქ თქვენი პატარები. გადადით ლინკზე!

ქართული__ ,,თოხი"- კარგად კითხვით ; დასწერად ,,ო" სამი ხაზი.



მათემატიკა__

  • ,სავარჯიშო რვეულში " მე-15 გვერდის ჩათვლით გააკეთეთ სავარჯიშოები;
  • ს/დ-ის რვეულში  გვ-55 სახელმძღვანელოდან დასაწერად_მე-5 და მე-6 ,,ბარათი".

სახელმძღვანელოში __გვ.55-56.

четверг, 22 октября 2015 г.

ჩვენ ვწერთ ლამაზად


ხომასურიძე ნინო
ხომასურიძე ნინო

ხუციშვილი მარიამ



თევზაძე დავით

ბარბაქაძე თედო
ბიკო ბერელაშვილი

მარიამ ცოტნიაშვილი

среда, 21 октября 2015 г.

საშინაო დავალება23.1015

ქართული 1-ლი კლასი on PhotoPeach
ისევ <<თხა>> კარგად კითხვით;
 ლექსი _ზეპირად!
თხა მყავს კუდა და ნაცარა, 
მთელი ვენახი გაცალა,
 ისე შესანსლა ყურძენი
 წვრი არ გააცანცალა.

რვეულში დაწერეთ : აი ათი თხა. ეს ათი თასია . აი თითი.

შედით   დედაენა- ში და გადაიმეორეთ განვლილი მასალა!!!

მათემატიკა:

სამუშაო გვერდები ზეპირად _52.53. ასევე გვ.54 _ აქვე დასაწერად __,დაწერონ რვეულში იასამნისფერში ჩაწერილი მაგალითები!
ვისწავლოთ ოთხკუთხედის ხაზვა ,სახაზავის გამოყენებით . მოუნიშნეთ ოთხი წერტილი და ბავშვებმა სახაზავით გაავლონ ხაზები!

უტილობა რვეულში __შეადარეთ,
3 …4
6…3
3…4
1…6
4.…1
3…1 (ჩააწერინეთ  ორ-ორად სამ სვეტში, სვეტებს შორის ვტოვებთ სამ უჯრას )

სახალისო ტესტი

საშინაო დავალება 22.10.15

ქართული__ ,,თხა" ძალიან კარგად კითხვით!!! ... ხვალ ყველას შევამოწმებ
დასაწერად : "აი ათი თხა" , ,,აი ათი ია" ( კარნახით )  დანარჩენი ნიმუშის მიხედვით.

ეს ტექსტი მოყოლით!
ისწავლეთ ყველამ !!!

მოძრავ ანბანში ჩაუდეთ საჭირო ასოები .

მათემატიკა __<გუშინდელი დავალება ნახეთ>

ტესტი


 ბუნება _" ავეჯი " აღწერონ ერთი ოთახი სახლში და დახატონ !!!

სახალისო მათემატიკა

понедельник, 19 октября 2015 г.

საშინაო დავალება21.10.15

ქართული___ ასო-ბგერა -ხ ; ტექსტი კარგად კითხვით ,
დასაწერად ხ ორი ხაზი, სიტყვები კარნახით:თიხა , ხე.

მათემატიკა___,,მეტია' ,,ნაკლებია"სამუშაო გვერდები , (48-49)
დასაწერად სახელმძღვანელოდან გვ.49-ამოცანა და წერითი დავალება _ბოლოში.

გისურვებთ წარმატებას !

ახლა კი დაისვენეთ და უყურეთ მულტფილმს



<ქუდში> დავამატე ახალი განყოფილება მათემატიკისთვის და გააკეთებინეთ ბავშვებს!

воскресенье, 18 октября 2015 г.

საშინაო დავალება 20/10/15

ქართული___ ,,საათი" ძალიან კარგად კითხვით !!!!

დასაწერად _ წიგნიდან გადაიწერონ  ტექსტის მესამე ნაწილი :"აი სია -----აი თათიას საათი" -მდე

  • კითხვას ბევრჯერ მიუბრუნდით დღის განმავლობაში!!!


მათემატიკა

  • анимированные картинки для гостевой


დათვალე მაიმუნები და მოიფიქრე ორი მაგალითი , შემდეგ ჩაწერე რვეულში


  • ამოხსენი მაგალითები:

3+1=             4+1=             1+1=
5-1=              3-1=             2+1=
2+2=              2-1=             4-1=


  • დამატებით :

სამუშაო ფურცელი   იხ.აქ

<ქუდში> დავამატე ახალი განყოფილება მათემატიკისთვის და გააკეთებინეთ ბავშვებს!

пятница, 16 октября 2015 г.

საშინაო დავალება 19/10/15

ქართული __,,ს" კარგად კითხვით , დასაწერად კალიგრაფიის რვეულში.
დამატებით : მშობლებმა გადაუწერეღ რვეულში , ბავშვებმა გააფერადონ საჭირო ასოები




მატემატიკა
მოისმინეთ ამოცანა და  ამაოხსნა ჩაწერეთ რვეულში!


2+1=                              3-1=                                 5-1=
4-1=                               2+2=                                4+1=
1+1=                               1+2=                                3+1=

  • გისურვებთ წარმატებას...იმედია ორშაბათს შევხვდებით!

понедельник, 12 октября 2015 г.

საშინაო დავალება 15/10/15

ინგლისური 


მათემატიკა__დასაწერად
1+1+1=                     3-2=
3+1    =                     4-1=     
2+1+1=                     3-1-1=

ვისწავლოთ ,,ორობით " თვლა: 2-4-6-8-10 და 10-8-6-4-2!
  • ვისწავლოთ სამკუთხედის ხაზვა სახაზავით___ ამისატვის მოვნიშნოთ სამი წერტილი და შემდეგ ეს წერტილები შევაერთოთ სახაზავით!


              .

.                       .
ქართული ასო-ბგერა ,," ...კალიგრაფიის რვეულში გამოწერონ ს-ები. 
დამატებით და აუცილებელი.


დაწერეთ :

  • აი ათი თითი.
  • აი ია.
  • ათი თათი.
  • აი ათი ია.
ამოიცანი დამალული  ბგერები და დაწერე რვეულში სიტყვები!
თ*თი. თა*ია. თა*ი.


пятница, 9 октября 2015 г.

საშინაო დავალება 13.10. 14

მათემატიკა __გვ.33, 34
პატ. მშობლებო, ამოაპრინტერეთ , ან გადაუწერეთ რვეულში !



გამოვწეროთ 1,2,3 და 4-ანები . 



ქართული __ "თ" კარგად კითხვით.

სამკურნალო მცენარეა,
ბევრი სენი დაშალა,
მუდამ წამლად იხმარება
მინდორშია თ-- - - - - - - ა.



მხოლოდ თავის სოროს, ეზო-კარს
ყოველთვის რომ არგია
გახდა გმირი ეკრანის
მოცეკვავე თ- - - - ა.

პასუხი აქ

საშინაო დავალება 12.10.15

ინგლისური__გვ.9_ სიტყვები ზეპირად, ფერები brown-ყავისფერი და blue- ლურჯი _ დამატებით.
წერა საერთოდ არ გვაქვს , ვმუშაობთ ზეპირად!!!

მათემატიკა___ამოხსნა ჩაწერეთ რვეულში! გამოვწეროთ რვეულში ნიმუშები.
დასაწერად
1+1=2.       2-1=1
2-1=1.        1+1=2
2+1=3.        1+2=3


ქართული __"თითი" -ბოლომდე კითხვით ,დასაწერი ნიმუშები_ რვეულში.

ანბანში უნდა ედოს მხოლოდ ის ასო-ბგერა რომელსაც გავდივართ და  ასევე ნასწავლი ასოები.

четверг, 8 октября 2015 г.

მათემატიკაში წარმატებულები_დღეს!

საუკეთესო შედეგები ყველაფრის გათვალისწინებით:
1-თორნიკე თვაური
2- ანა-მარია  გუსეინოვა



3-ნიკოლოზ ძაბახიძე



среда, 7 октября 2015 г.

#წერექართულად

საშინაო დავალება 09.10.15

გავიმეოროთ
;



ართული ___,,თითი" კითხვით
დასაწერად რვეულში...
ჩემო კარგებო მოისმინეთ ზღაპარი და შემდეგ მოვყვეთ სკოლაში!


 მათემატიკა___გაკვეთილი N 2-გვ.29,30
დასაწერად __რვეულში გამოწერილი დავალება ;


დამატებითი


საშინაო დავალება 08/10/15

მათემატიკა _ გუშინ დავწერე , რვეულში გამოწერილი აქვთ!


კალიგრაფიის რვეულში _!,თ" _ ერთი ხაზი! ვისაც უჭირს წერა. დამატებით ავარჯიშეთ ,,სახლის " რვეულში !!!!!
ია -კითხვით!

вторник, 6 октября 2015 г.

გილოცავთ ,ბავშვებო, ქართული ანბანის სამყაროში ფეხის შედგმას










ლექსი ზეპირად :

რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგად შემხედეთ, აბა...
ცისფერი ქუდი მახურავს,
მაცვია ლურჯი კაბა.
ბაღში ვარ, ხელით მატარებს
ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და
ცით?
მე ია მქვია.

ნოდარ დუმბაძე

მშობელთათვის

წყარო

ადრე  თუ  გვიან   ყველა  მშობელი  დგება პრობლემის   წინაშე,  როდესაც საშინაო  დავალების   შესრულებისას,  ბავშვს  არ  შეუძლია  კონცენტრირება.  ის გამუდმებით  ტრიალებს  და ხუთი წუთიც კი არ შეუძლია მშვიდად იჯდეს. არ შეშინდეთ და გააკეთეთ სწორი სვლები თქვენი შვილის სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. უმთავრესი კი ამ პროცესში შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაა, რომელიც საშინაო დავალების შესრულებას სასიამოვნოს გახდის.
მაშ ასე, გთავაზობთ 8 ნაბიჯს, რომელიც შეგიძლიათ  გამოიყენოთ  მოსწავლის შედეგიანი  სწავლის  ორგანიზებისათვის:
700x466_0xd42ee42d_188451463714358771751. აირჩიეთ  ადგილი – არჩევისას გაითვალისწინეთ  თქვენი  ბავშვის  მოთხოვნები.  ზოგიერთ  ბავშვს   ურჩევნია მარტომ იმეცადინოს, ზოგიერთებისთვის კი   სამზარეულოში,  ოჯახის  წევრებთან  ერთად მეცადინეობაა სასურველი.  მიუხედავად   მის მიერ არჩეული  ვარიანტისა, დარწმუნდით  იმაში,  რომ   ბავშვს   ყველა  საჭირო ნივთი  თან  ჰქონდეს. თუ ბავშვს საკუთარი სამეცადინო მაგიდა აქვს ყველა ნივთი ახლო უჯრაში მოათავსეთ, თუ ოჯახის წევრებთან ერთად მეცადინეობს, მაშინ უყიდეთ მას მაგიდაზე დასადგმელი სათავსო ორგანაიზერი, სადაც მეცადინეობის დროს საჭირო ნივთებს დააწყობს და არაფერს დაკარგავს.
2. წინასწარ  დაგეგმეთ – ასწავლეთ ბავშვს კალენდარის  მეშვეობით საშინაო  დავალების  მომზადების  ერთკვირიანი  გეგმის  წარმოება. მაგალითად, ჩამოკიდეთ მაგიდის თავზე კალენდარი და ყოველი საგნის სწავლის შემდეგ ის თარიღების შესაბამისად მოაწერს ხელს, ხომ დავალება შესრულებულია. ასეთი კალენდარი შესაძლოა იყოს ფერადი, ან დასურათებული, რომ ბავშვის სამუშაო პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს.
700x466_0xd42ee42d_126151456114358771753. გადააჩვიეთ  უწესრიგობას –  მოაშორეთ მაგიდას  ყველა  არასაჭირო  ნივთი,  დატოვეთ მხოლოდ მაგიდის სანათი. ყველა სხვა ნივთი, ფურცლები, ჩანაწერები მოათავსეთ სპეციალურად გაოყოფილ ყუთში, რომ ამან არ გაფანტოს მოსწავლის ყურადღება. ფართე და აკურატული სამუშაო სივრცე მას დაეხმარება, რომ სწრაფად მმოახდინეოს კონცენტრირება მეცადინეობაზე. შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო გახდეს კომპიუტერის გამოყენებაც, მაგრამ შეეცადეთ, რომ კომპიუტერი იქამდე მოაშოროთ სამეცადინო სივრცეს, ვიდრე მისი გამოყენება მეცადინეობისთვის აუცილებელი არ იქნება.  კომპიუტერს შეუძლია ადვილად გაფანტოს მოსწავლის ყურადღება.
4. შეარჩიეთ უბრალო (მარტივი)  ავეჯი – სადა, ხის სამეცადინო მაკიდა და სკამი არც მოდიდან გადავა და უფრო დიდხანსაც გაგიძლებთ. თუმცა ხშირად ბავშვებს უყვართ განსხვავებული და ფერადი ნივთები. უყიდეთ  რბილი,  ნათელი  ფერის  პუფი,  რომელზეც  გაკვეთილების მომზადების  შემდეგ ად შესვენებისას დაისვენებს. მაგალითად თუ ის ფეხბურთის გულშემატკივარია, შეგიძლიათ უყიდოთ ბურთის უზორების მქონე რბილი პუფი. ასევე სხვა ფორმმისა და ფერების მისივე ინტერესების გათვალისწინებით.
5. ყურადღება   მიაქციეთ  დროს – ჩამოკიდეთ ნათელი,  დიდი  ციფრების მქონე კედლის საათი ოთახის ყველაზე ნიშანდობლივ წერტილში.  ეს ბავშვს ხელს  შეუწყობს, რომ აკონტროლოს  დრო  და  დროულად  დაასრულოს გაკვეთილების  მომზადება. ამასთან, ისწავლოს საათის ცნობაც. საშინაო დავალების მომზადების პროცესში გამოყავით დაახლოებით 30-წუთიანი შესვენებები. დაინიშნეთ დრო, რომ საათმა თავად შეგახსენოთ შესვენებისა და მეცადინეობის გაგრძელების მომენტი. ამ 30 წუთში ბავშვს შეეძლება ისადილოს, ან უბრალოდ დაისვენოს.
700x466_0xd42ee42d_58047258214358771756. შეუქმენით კარგი განწყობა – მოაწყვეთ სამუშაო  ოთახი და სამეცადინო მაგიდის კედელი სხვადასხვა ნახატებით. ამის გაკეთება ჩვეულებრივი თოკის დახმარებითაც შეგიძლიათ, რომელზეც პატარა სათავსოებსაც ჩამოკიდებთ. ასე თქვენ გაათავისუფლებთ სამუშაო მაგიდას არასასურველი ქაღალდებისგან და ბავშვისთვისაც მოსაგონებელი ნივთების ცქერა სასიამოვნო იქნება. როგორც ვარიანტი, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ განწყობის დაფა. სადაც იქნება კოლაჟი რომელიც ბავშვისთვის საინტერესო თემატიკას დაეთმობა. ამოჭერით საბავშვო ფოტოები ჟურნალებიდან ისეთი, რომელსაც თავად მოინდომებს. მიამაგრეთ ეს ყველაფერი რბილი საცობის დაფაზე, ან უბრალოდ დიდ ფურცელზე. ეს ყველაფერი ბავშვთან ერთად გააკეთეთ. ასეთი ტიპის კოლაჟი შეგიძლიათ დაუსრულებლად განაახლოთ, დაამატოთ მასზე ციტატები ბავშვის საყვარელი სიმღერებიდან, ააწყოთ მიზნების ჩამონათვალი, რომელიც მან დაისახა მიმდინარე წელს შესასრულებლად. მთავარია, რომ ეს კოლაჟი გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდოთ, რათა პატარა შთააგონოთ და უფრო მოტივირებული გახადოთ.
700x466_0xd42ee42d_121952651614358771757. ყველა საჭირო ნივთი ახლოს – მაგიდის  გვერდით დაამაგრეთ კაუჭი, რომელზეც ბავშვი ზურგჩანთას ჩამოკიდებს და ყველა საჭირო ნივთს ჩაალაგებს. ასე მას არ გაეფანტება ყურადღება და მეცადინეობისთვის აუცილებელი რესურსი ახლოს ექნება. დაამაგრეთ მაგიდის წინა კედელზე სათავსოები, სადაც ჩაალაგებს ფერად ფანქრებს, ბლოკნოტებს, შავად სამუშაო რვეულებს, ყველაფერს, რასაც მეცადინეობის პროცესში აუცილებლად გამოიყენებს. გამიჯნეთ ერთმანეთისგან ბავშვის სახლში გამოსაყენებელი ნივთების ნაკრები და სკოლაში სატარებელი ნივთები. ეს დაეხმარება მას, სკოლაში წასვლისას არ დაავიწყდეს რომელიმე მათგანი. ასევე, თუ თქვენი პატარა ატარებს სათვალეს, ისიც აუცილებლად იქონიეთ 2 წყვილი, ერთი სახლში სამეცადინოდ და მეორე სკოლისთვის.
8. დაამატეთ  ფერები – გახსოვდეთ,  რომ ბავშვს უნდა მოსწონდეს თავისი გარემო, მაგრამ  ეს  არ  ნიშნავს,  რომ  ძვირადღირებული ავეჯი უნდა  შეიძინოთ. სხვა  გზაც არსებობს. თაროების  გასაფორმებლად იყიდეთ  ფერადი ყუთები და წებოვანი  ლენტები. ასეთი  ცვლილების  შემდეგ  ბავშვს საშინაო დავალების  მომზადება რუტინულ  საქმიანობად არ მოეჩვენება.
წყარო: parents.ru

07.10.15

ქართული ___" აი ია " კითხვით ; დასაწერი ს/დ რვეულში.

მათემატიკა ___ გვ . 28-29 ; დასაწერი _ ს/დ ის რვეულში;

დამატებით. იხ . აქ

P.S.  ხვალ წამოიღეთ"ბუკი", ,,დედაენა",მოძრავ ანბანში ჩაუდეთ მხოლოდ  ,,ი" , ,,ა" და "თ". ანბანი სახლში გამოვატანე ყველას !

суббота, 3 октября 2015 г.

საშინაო დავალება 06.10.15

მათემატიკა___ დაწერეთ სავარჯიშო რვეულში N1 დავალება , უფრო სწორედ დაასრულეთ სახლში !!!

დამატებით :

იხ.აქ


გაიმეორეთ ლექსი!

სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია,
-აი, ია!
-ია თურმე დედის ცრემლზე

ამოსული ყვავილია!



пятница, 2 октября 2015 г.

საშინაო დავალება 05/10/15

ქართული ___ ,,ხელოვნება " (ესთეტიკური გრძნობების და უნარების განვითარება)
ლექსი ზეპირად :
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია,
-აი, ია!
-ია თურმე დედის ცრემლზე

ამოსული ყვავილია!





მათემატიკა ___ გამოწერონ რვეულში და შემდეგ გვერდზე ავარჯიშეთ წიგნში.


 ესეც სახალისო დავალება:
ერთმა ცუგამ გაირბინა 5კილომეტრი , მეორემ 4კმ.
რომელმა გაირბინა  მეტი მანძილი?

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *



   შეადარე პეპლების და ბუშტების რაოდენობა





მხიარულ შაბათ-კვირას გისურვებთ , ბავშვებო!!!


четверг, 1 октября 2015 г.

02.10.15

მატემატიკა ___ გვ.24 ზეპირედ ივარჯიშეთ , დასაწერად ის, რაც რვეულში აქვთ გამოწერილი -,,კანონზომიერება"_შეავსონ  მთლიანი ხაზი.
დამატებითი  იხ. აქ
ქართული___,,ზღვა" დასაწერად სავარჯიშო წიგნიდან გადაწერეთ ჟ-ს და ჭ-ს ელემენტები