სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







вторник, 6 октября 2015 г.

მშობელთათვის

წყარო

ადრე  თუ  გვიან   ყველა  მშობელი  დგება პრობლემის   წინაშე,  როდესაც საშინაო  დავალების   შესრულებისას,  ბავშვს  არ  შეუძლია  კონცენტრირება.  ის გამუდმებით  ტრიალებს  და ხუთი წუთიც კი არ შეუძლია მშვიდად იჯდეს. არ შეშინდეთ და გააკეთეთ სწორი სვლები თქვენი შვილის სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. უმთავრესი კი ამ პროცესში შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაა, რომელიც საშინაო დავალების შესრულებას სასიამოვნოს გახდის.
მაშ ასე, გთავაზობთ 8 ნაბიჯს, რომელიც შეგიძლიათ  გამოიყენოთ  მოსწავლის შედეგიანი  სწავლის  ორგანიზებისათვის:
700x466_0xd42ee42d_188451463714358771751. აირჩიეთ  ადგილი – არჩევისას გაითვალისწინეთ  თქვენი  ბავშვის  მოთხოვნები.  ზოგიერთ  ბავშვს   ურჩევნია მარტომ იმეცადინოს, ზოგიერთებისთვის კი   სამზარეულოში,  ოჯახის  წევრებთან  ერთად მეცადინეობაა სასურველი.  მიუხედავად   მის მიერ არჩეული  ვარიანტისა, დარწმუნდით  იმაში,  რომ   ბავშვს   ყველა  საჭირო ნივთი  თან  ჰქონდეს. თუ ბავშვს საკუთარი სამეცადინო მაგიდა აქვს ყველა ნივთი ახლო უჯრაში მოათავსეთ, თუ ოჯახის წევრებთან ერთად მეცადინეობს, მაშინ უყიდეთ მას მაგიდაზე დასადგმელი სათავსო ორგანაიზერი, სადაც მეცადინეობის დროს საჭირო ნივთებს დააწყობს და არაფერს დაკარგავს.
2. წინასწარ  დაგეგმეთ – ასწავლეთ ბავშვს კალენდარის  მეშვეობით საშინაო  დავალების  მომზადების  ერთკვირიანი  გეგმის  წარმოება. მაგალითად, ჩამოკიდეთ მაგიდის თავზე კალენდარი და ყოველი საგნის სწავლის შემდეგ ის თარიღების შესაბამისად მოაწერს ხელს, ხომ დავალება შესრულებულია. ასეთი კალენდარი შესაძლოა იყოს ფერადი, ან დასურათებული, რომ ბავშვის სამუშაო პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს.
700x466_0xd42ee42d_126151456114358771753. გადააჩვიეთ  უწესრიგობას –  მოაშორეთ მაგიდას  ყველა  არასაჭირო  ნივთი,  დატოვეთ მხოლოდ მაგიდის სანათი. ყველა სხვა ნივთი, ფურცლები, ჩანაწერები მოათავსეთ სპეციალურად გაოყოფილ ყუთში, რომ ამან არ გაფანტოს მოსწავლის ყურადღება. ფართე და აკურატული სამუშაო სივრცე მას დაეხმარება, რომ სწრაფად მმოახდინეოს კონცენტრირება მეცადინეობაზე. შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო გახდეს კომპიუტერის გამოყენებაც, მაგრამ შეეცადეთ, რომ კომპიუტერი იქამდე მოაშოროთ სამეცადინო სივრცეს, ვიდრე მისი გამოყენება მეცადინეობისთვის აუცილებელი არ იქნება.  კომპიუტერს შეუძლია ადვილად გაფანტოს მოსწავლის ყურადღება.
4. შეარჩიეთ უბრალო (მარტივი)  ავეჯი – სადა, ხის სამეცადინო მაკიდა და სკამი არც მოდიდან გადავა და უფრო დიდხანსაც გაგიძლებთ. თუმცა ხშირად ბავშვებს უყვართ განსხვავებული და ფერადი ნივთები. უყიდეთ  რბილი,  ნათელი  ფერის  პუფი,  რომელზეც  გაკვეთილების მომზადების  შემდეგ ად შესვენებისას დაისვენებს. მაგალითად თუ ის ფეხბურთის გულშემატკივარია, შეგიძლიათ უყიდოთ ბურთის უზორების მქონე რბილი პუფი. ასევე სხვა ფორმმისა და ფერების მისივე ინტერესების გათვალისწინებით.
5. ყურადღება   მიაქციეთ  დროს – ჩამოკიდეთ ნათელი,  დიდი  ციფრების მქონე კედლის საათი ოთახის ყველაზე ნიშანდობლივ წერტილში.  ეს ბავშვს ხელს  შეუწყობს, რომ აკონტროლოს  დრო  და  დროულად  დაასრულოს გაკვეთილების  მომზადება. ამასთან, ისწავლოს საათის ცნობაც. საშინაო დავალების მომზადების პროცესში გამოყავით დაახლოებით 30-წუთიანი შესვენებები. დაინიშნეთ დრო, რომ საათმა თავად შეგახსენოთ შესვენებისა და მეცადინეობის გაგრძელების მომენტი. ამ 30 წუთში ბავშვს შეეძლება ისადილოს, ან უბრალოდ დაისვენოს.
700x466_0xd42ee42d_58047258214358771756. შეუქმენით კარგი განწყობა – მოაწყვეთ სამუშაო  ოთახი და სამეცადინო მაგიდის კედელი სხვადასხვა ნახატებით. ამის გაკეთება ჩვეულებრივი თოკის დახმარებითაც შეგიძლიათ, რომელზეც პატარა სათავსოებსაც ჩამოკიდებთ. ასე თქვენ გაათავისუფლებთ სამუშაო მაგიდას არასასურველი ქაღალდებისგან და ბავშვისთვისაც მოსაგონებელი ნივთების ცქერა სასიამოვნო იქნება. როგორც ვარიანტი, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ განწყობის დაფა. სადაც იქნება კოლაჟი რომელიც ბავშვისთვის საინტერესო თემატიკას დაეთმობა. ამოჭერით საბავშვო ფოტოები ჟურნალებიდან ისეთი, რომელსაც თავად მოინდომებს. მიამაგრეთ ეს ყველაფერი რბილი საცობის დაფაზე, ან უბრალოდ დიდ ფურცელზე. ეს ყველაფერი ბავშვთან ერთად გააკეთეთ. ასეთი ტიპის კოლაჟი შეგიძლიათ დაუსრულებლად განაახლოთ, დაამატოთ მასზე ციტატები ბავშვის საყვარელი სიმღერებიდან, ააწყოთ მიზნების ჩამონათვალი, რომელიც მან დაისახა მიმდინარე წელს შესასრულებლად. მთავარია, რომ ეს კოლაჟი გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდოთ, რათა პატარა შთააგონოთ და უფრო მოტივირებული გახადოთ.
700x466_0xd42ee42d_121952651614358771757. ყველა საჭირო ნივთი ახლოს – მაგიდის  გვერდით დაამაგრეთ კაუჭი, რომელზეც ბავშვი ზურგჩანთას ჩამოკიდებს და ყველა საჭირო ნივთს ჩაალაგებს. ასე მას არ გაეფანტება ყურადღება და მეცადინეობისთვის აუცილებელი რესურსი ახლოს ექნება. დაამაგრეთ მაგიდის წინა კედელზე სათავსოები, სადაც ჩაალაგებს ფერად ფანქრებს, ბლოკნოტებს, შავად სამუშაო რვეულებს, ყველაფერს, რასაც მეცადინეობის პროცესში აუცილებლად გამოიყენებს. გამიჯნეთ ერთმანეთისგან ბავშვის სახლში გამოსაყენებელი ნივთების ნაკრები და სკოლაში სატარებელი ნივთები. ეს დაეხმარება მას, სკოლაში წასვლისას არ დაავიწყდეს რომელიმე მათგანი. ასევე, თუ თქვენი პატარა ატარებს სათვალეს, ისიც აუცილებლად იქონიეთ 2 წყვილი, ერთი სახლში სამეცადინოდ და მეორე სკოლისთვის.
8. დაამატეთ  ფერები – გახსოვდეთ,  რომ ბავშვს უნდა მოსწონდეს თავისი გარემო, მაგრამ  ეს  არ  ნიშნავს,  რომ  ძვირადღირებული ავეჯი უნდა  შეიძინოთ. სხვა  გზაც არსებობს. თაროების  გასაფორმებლად იყიდეთ  ფერადი ყუთები და წებოვანი  ლენტები. ასეთი  ცვლილების  შემდეგ  ბავშვს საშინაო დავალების  მომზადება რუტინულ  საქმიანობად არ მოეჩვენება.
წყარო: parents.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!