ნიმუში:
- წამიკითხე პირველი სტრიქონის მეორე სიტყვა, მეორის_პირველი და ა.შ.
- მოძებნე სიტყვა სადაც ორი ხმოვანია ;
- ჩამოთვალე ხმოვნები (ა,ე,ი,ო,უ);
- წამიკითხე ბოლო წინადადება ;
- მოძებნე ორ და სამმარცვლიანი სიტყვები .
ასეთი ვარჯიში გაუუმჯობესებს ბავშვებს კითხვის ტექნიკას და სახალისოც არის მათთვის.
დაუწერეთ ფურცლებზე მარცვლე, ამობრუნებულად დაულაგეთ მაგიდაზე ,მათ კი აიღონ , ამოატრიალონ და წაიკითხონ .შემდეგ ტექსტშიც მოაძებნინეთ ეს სიტყვა , ან ამ მარცვლით დაწყებული სიტყვა.
...მოკლედ თქვენი ფანტაზიითაც შეგიძლიათ რამე მოიგონოთ და ამ ყველაფერს მისცით თამაშის ფორმა , მთავარია არ დავიზაროთ (უკაცრავად) უფროსებმა !!!
შეკითხვები :
- რამდენი ხმოვანია ქართულში? __ხუთი: ა,ე,ი,ო,უ.
- სიტყვაში რამდენი მარცვალია? __სიტყვაში იმდენი მარცვალია რამდენიც ხმოვანი.
- რატომ უნდა დავრგოთ ხე? ___ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ ბუნების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. ხეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს. უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ხისათვის და ისინი მოჭრას გადავარჩინოთ და ა.შ.
- რა არის თოხი?__ სამუშაო , შრომის იარაღი
- ჩამოთვალე შინაური ცხოველები , რომელ შინაურ ცხოველს ,,შევხვდით" დედაენაში ?(თხას)
- რისთვისაა საათი საჭირო საათი ?__. . . . . . . .
დასაწერად___ აღადგინონ სიტყვები: თუთ... , საა...ი , სახე...ი, თ...ხა.
უ -ორი ხაზი . კალიგრაფიის რვეულში "უ" და "უთო"
მათემატიკა __ ციფრი 8,9 -გვ.62,63,64
დასაწერად 8 და 9 ორ-ორი ხაზი.
ამოცანა:
მანქანას უნდა გაევლო 8 კმ-ი. რამდენი კმ უნდა გაიაროს მანქანამ ,თუ მას ჯერ გავლილი აქვს 7 კმ? [ამოხსნა ჩაწერე რვეულში]
7+...=8
ОтветитьУдалить