სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







понедельник, 30 октября 2017 г.

ს/დ 31.10.17

ქართული

  1. ,,ბებერი კეთილი ბუები" პირველი თავი კითხვით-თხრობით;
  2. დასაწერად წერითი სამუშაო;
  3. ნახეთ ვიდეო.(დაიდება)


მათემატიკა
1. მონიშნული მაგალითები დაწერეთ თავიდან და ისწავლეთ;
2. დავხაზოთ ტეხილი და გავზომოთ.
3. ტაბუალა  7-ზე გამრავლება-გაყოფა ზეპირად და ასევე დასაწერად.
ბუნება

  1. ტბები და წყალსაცავები
  2. წერითი სამუშაო _ რვეულში
  3. კითხვებზე-პასუხი ზეპიად 
  4. კნტინენტები , ოკეანეები ჩამოვლით

пятница, 20 октября 2017 г.

ს/დ 23.10.17

ქართული:

  1. ,,მთაში მოსული ზამთარი" ზეპირად;
  2. წერიტი სამუშაოN5,6,7,8[36]
მატემატიკა:
  1. ზეპირად სავარჯიშოდ 71-74 გვ-ები;
  2. სიგრძის დადგენა გადადი ლინკზე
  3. წაიკითხე დედიკოსთან ერთად   გადადი ლინკზე
  4. გამრავლება  6-ზე გადადი ლინკზე
  5. დასაწერად ,,საშინაო"[75-76]





ბუნება


დასაწერად არაფერი!

четверг, 19 октября 2017 г.

ელექტრონული სავარჯიშო

მათემატიკა
ივარჯიშე გამრავლებაზე აქ

ს/დ 20.10.17

გრამატიკა:

  1. ზმნა_ <-გადადი ლინკზე
  2. N14 და 15 _მოსწ./რვ გვ.13
  3. ...

ქართული:


"მარტოჭამია დათვი და მელა"კითხივით-თხრობით;
7,8 რვეულში (34)

მათემატიკა:

  1. ტაბულა 6-ის ჩათვლით!!!  გამრავლება  <-იხ. ლინკი
  2. ვეფზვაძე ,,საშინაო" [70-71]
  3. მოვიფიქროთ ერთი ორმოქმედებიანი ამოცანა.

ბუნება :
,,ცხოველების გამრავლება და ზრდა“ _ მოყოლით

среда, 18 октября 2017 г.

სდ 191017

ქართული ;
"მარტოჭამია დათვი და მელა"კითხივით-თხრობით;
7,8 რვეულში (34)
მათემატიკა:
15,16,17,19,20(განტოლების სახით)(65-ვეფხვაძე)

вторник, 17 октября 2017 г.

ს/დ 18.10.17

ქართული:
  • გადადი ლინკზე ... ისწავლე მოყოლით!       [  I-II ] 2017\2018 ს.წ. III კლასი: საკითხავი: ,,დედაენაზე" ნოდარ დუმბაძე იაკობის ,,დედაენაზე" ამბობდა , ეს წიგნი კი არა ერიაო. იაკობისთანა კაციც ერია. აუღელვებლ...
  • ,,დათვი და მელა" მე-2 ტავი მოყოლით [გამართულად!! ]
  • წ/ს N6[32]
მატემეტიკა:
  1. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ  აქ  გეომეტრიული ფიგურები ;
  2. ვეფხვაძე: ,,საშინაო" _ მთლიანად [60-61]
  3. ტაბულა 6-ის ჩათვლით
  4.  იხ. >  გამრავლება 
ბუნება : იხ. სარჩევში

понедельник, 16 октября 2017 г.

ტექსტის გააზრება




როდიონ ქორქია

რატომ უყვარს ადამიანს ცხენი

ადამიანმა ქოხი რომ დაიდგა, ცხოველებიც მოიშინაურა ეს ასე მოხდა: ტყეში ნადირმა შეაწუხა ცხოველი. დაიწყეს ცხოველებმა მშველელის ძებნა. ერთ დღეს ხარი მივიდა ადამიანთან და უთხრა - შენთან დამტოვეო.
- რას მომცემო? -  ჰკითხა ადამიანმა.
- ვიმუშავებ, უღელში შეგებმები, ხორცსა და ტყავს მოგცემ. რამდენიც გინდა, მირტყი, არ გავიქცევი, - უთხრა ხარმა.
”ძალიან მორჩილი ყოფილა”, - გაიფიქრა ადამიანმა და დაიტოვა ხარი.
მერე ძროხა მოვიდა.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- რძეს, ყველს, ხორცსა და ტყავს მოგცემ. შენი შვილების ძიძა ვიქნები, - უთხრა ძროხამ.
მოეწონა ადამიანს ძროხა და დაიტოვა.
მოვიდა თხა.
- ბე-კე-კე-კეეე! - დაიკიკინა თხამ.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- რძეს, ხორცს, ტყავს მოგცემ და შენს ბავშვსაც გავართობ, - უპასუხა თხამ.
დაიტოვა ადამიანმა თხაც.
კამეჩი მოადგა ქოხს.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- რძეს, ხორცს, ტყავს მოგცემ. ვიმუშავებ, უღელს გავწევ. მე ძალიან ღონიერი ვარ, ამიტომაც დავდივარ მძიმედ, თორემ რომ გავირბინო, ქვეყანა დაიქცევა, - მიუგო კამეცმა.
- დარჩი ჩემთან, ოღონდ არ ირბინო, - უთხრა ადამიანმა.
ახლა ღორი მოადგა ქოხს და დაიღრუტუნა.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- ხორცს, ტყავს და ჯაგარს მოგცემ, მაინცდამაინც მოვლით არ შეგაწუხებ. მე თვითონ შევინახავ თავსო, - უპასუხა ღორმა.
ადამიანმა დაიტოვა ღორიც.
ბოლოს ცხენი მოადგა ქოხს. კისერი ამაყად მოიღერა, შავი მსხვილი თვალები დააბრიალა, ფაფარი შეარხია, წვრილი ფეხები ასწი-დასწია და დაიჭიხვინა.
- შენ რას მომცემ? - ჰკითხა ადამიანმა.
- ჯერ გამარჯობა მითხარი, უფროსი ხარ, - უპასუხა ცხენმა.
ადამიანი მიესალმა. ცხენმაც თავი დაუკრა და იდგნენ ერთხანს ჩუმად.
- ბრძანე, რით გემსახურო? უფროსი ბრძანდები, - უთხრა ცხენმა.
ადამიანმა ახედ-დახედა ცხენს. მოეწონა, ძალიან მოეწონა და უთხრა:
- მე შენ უღელში ვერ შეგაბამ!
- მე არც დავიდგამ უღელს, - უპასუხა ცხენმა და ამაყად ასწია თავი. - არც ხორცს მოგცემ და არც ტყავს გაგაძრობინებ!
გაუკვირდა ადამიანს, მაგრამ ძალიან მოეწონა ცხენის თავმოყვარეობა და უთხრა:
- მაშ თქვი, რაში გამომადგები?
- ომში წაგიყვან სავაჟკაცოდ და შენთან ერთად ვიომებ; ქორწილში წაგიყვან თოხარიკით, ჯარობაში გაგაქროლებ და მარულა-თარჩიაში გასახელებ; რომ მოკვდები, შავს გადავიფარებ და შენს ცხედართან დავდგები თავდახრილი, - უპასუხა ცხენმა.
- თანახმა ვარ! - გაუხარდა ადამიანს.
- ოღონდ სისუფთავე მიყვარს, უნდა დამბანო და დამვარცხნო, - ჩამოართვა პირობა ცხენმა ადამიანს.
- თანახმა ვარ! - გაიმეორა ადამიანმა.
აი, ამიტომ უყვარს ადამიანს ცხენი.

ლექსიკონი:
თოხარიკი - ცხენის მოხდენილად სიარული.
ჯარობა - შეკრებილი ხალხის დროსტარება, გართობა.
მარულა-თარჩია - ძველებური ქართული ცხენოსნური სპორტის სახეობანი.

კითხვები და დავალებები

1. ტექსტის მიხედვითრის შემდეგ დაიწყო ადამიანმა ცხოველების მოშინაურება?
ა) როცა გამოქვაბულიდან გამოვიდა და სახლი ააშენა;
ბ) როცა პირველი ქოხი აშენდა დედამიწაზე.
2. ახსენი, რა იგულისხება სიტყვებში: ”ტყეში ნადირმა შეაწუხა ცხოველი”?
3. მიუწერეთ ნომერი იმის მიხედვით, რა თანამიმდევრობით მივიდნენ ეს ცხოველები ადამიანთან?

 ღორი  როხა თხა  ხარი ცხენი კამეჩი

4. დაასრულეთ წინადადებები.

• ადამიანს რძეს აძლევს ___________,  _______________ და _____________ .
• ადამიანს უღელში შებმული ემსახურება _____________ და ___________.
• ადამიანს ხორცს და ტყავს აძლევს _________________ , ______________, _____________________, ____________________ და __________________ . 

5. ამოკრიბეთ ტექსტიდან და ჩამოწერეთ ყველა სარგებელი, რაც თითოეულ ცხოველს მოაქვს ადამიანისთვის, შემდეგ შეავსეთ გამოტოვებული ადგილები.

• სარგებელი, რომელიც მოაქვს მხოლოდ ღორს, არის __________________.
• სარგებელი, რომელიც მოაქვს მხოლოდ ცხენს, არის __________________
_____________________________________________________________ .
• სარგებელი, რომელიც მოაქვს მხოლოდ ძროხას, თხას და კამეჩს, არის _____________________________ .
• სარგებელი, რომელიც მოაქვს მხოლოდ თხას, არის __________________ .

6. როგორ ფიქრობ, რატომ უთხრა ადამიანმა კამეჩს: „დარჩი ჩემთან, ოღონდ არ ირბინოო“?
7. რა მოეწონა ადამიანს ხარში?
8. რას ნიშნავს ძროხის სიტყვები: „შენი შვილების ძიძა ვიქნები“?
9. ცხენის რა თვისება მოეწონა ადამიანს ყველაზე მეტად? 
10. საუბრისას რომელ წესებზე მიუთითა ცხენმა ადამიანს?
11. როგორ აღწერს ავტორი ცხენს? გადმოეცი თქვენი სიტყვებით. 
12. რა არის ამ ზღაპრის მთავარი თემა? რა მიუთითებს ამაზე? წაიკითხეთ შესაბამისი ადგილები.

13. ტექსტის მიხედვით, ცხოველებმა თვითონ მიაკითხეს ადამიანს და შესთავაზეს თავიანთი სამსახური. როგორ ფიქრობ, მართლა ასე მოხდა? თუ გსმენიათ ან წაგიკითხავთ რამე ამ თემაზე?

წერითი დავალება
14. ამოკრიბეთ ტექსტიდან ძირითადი ინფორმაცია და დაწერეთ წაკითხული ზღაპრის გეგმა.

ს/დ 17.10.17

ქართული__,,დატვი და მელა" 1-ლი თავი კითხვით/მოყოლით; იქვე წერითი დავალება- N8და 9.
მათემატიკა__

  • N7[56]-დან 4,5,6,7,8,9; N9 და იქვე ყვიტელ ბარათში _ მაგალითები;
  • გეომეტრია: დახაზეთ კვადრატი, მართკუთხედი და გაიგეთ პერიმეტრი.

დამატებით 

ამოცანა 1:        ციფრების გადახაზვა
  • რიცხვშ 278031გადახაზე 3 ციფრი ისერომ დარჩენილმა ციფრებმა (იგივე თანმიმდევრობითშეადგინოს:
    ა) შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი
    ბ) შეძლებისდაგვარად ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი
    შეფასება
    2 ქულა - როცა ორივე პასუხი სწორია
    1 ქულა - როცა მხოლოდ ერთი პასუხია სწორი
    0 ქულა - დანარჩენ შემთხვევაში  :) [პასუხი შეგიძლიათ დაწეროთ აქვე, კომენტარებში]
ბუნება
  • ,,მცენარეების გამრავლება და ზრდა“;
  • გადადი ლინკზე > აქ
  • იხ. ბუკშიც შესაბამისი თემა;
  • დასაწერად კიტხვებზე-პასუხი.
  • დაიმახსოვრეთ !


пятница, 13 октября 2017 г.

ს/დ 16.10.17

ბუნება:

Ø  მოსწავლის რვეულში შეავსონ ,,სუნთქვა“;
Ø  მოყოლით_ ,,ორგანიზმების მოძრაობა“;
Ø  ეს საინტერესოა  დაიმახსოვრეთ;
Ø  კითხვებზე-პასუხი ზეპირად;
Ø  ბარათებზე დაწერილი ტექსტები წაიკითხეთ ყურადღებით და დაიმახსოვრეთ!


ქართული__ ,,აბზაცი" და ,,სამი  მგელი", იქვე წერითი სამუშაო;


მატემატიკა__


ვეფხვაძედან 


ტაბულა 6-ის ჩათვლით!!!



P.S.
 გერმანულის წიგნის  9 ლარი  ვისაც დარჩა მოსატანი , მოგვაწოდეთ დროულად ...
რაც მალე უკეთესი :))
სკოლაში წამოსვლამდე შეუმოწმეთ ბავშვებს ჩანთა , ხან რვეული არ აქვთ, ხან წიგნი და ა.შ. 
დღეს ვინც არ იცოდა ბუნებაში გაკვეთილი მოყოლით__ორშაბათს აუცილებლად უნდა ჩამაბარონ !!!
ასევე არ ქონდა 4 ბავშვს წიტელი ტესტი! :( ზოგიერთს დასაწერი აქვს დეისაძე და წიტელი ტესტი (7გვ.-მდე) ... ორშაბათს არ დაგრჩეთ სახლში !!!!

четверг, 12 октября 2017 г.

ჩვენი ეთერი

ნიკოლოზ ცუცქირიძე 




ამოცანის ამოხსნისას კარგი იქნება, თუ აი, ასე გააზრებულად ვიმსჯელებთ!



ს/დ 13.10.17

ქართული
 ,,იგავები "  ,,წერო და მელა - მოყოლით[25-26-27] ;დასაწერად წერითი სამუშაო!
ბუნება იხ . სარჩევში

  •   {ზოგადი განათლება}
და ეს წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ
 წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სიამათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით
      წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდამისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირირომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებწითელი წიგნი1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.
      საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცამისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი - მცენარეებს, III ნაწილი - არაორგანული ბუნების ძეგლებს.
     ძუძუმწოვრები ,რომლებიც შეტანილია წითელ წიგნში::
აფთარი,დასავლეთ კავკასიური ჯიხვი,მურა დათვი,ფოცხვერი,არჩვი,ნიამორი,ჯიქi, კავკასიური ციყვი,ყაზბეგის თაგვანა ,ნაცრისფერი ზაზუნელა,ამიერკავკასიური ზაზუნ,,პაწია თაგვი,ლელიანის კატა,ვეფხვი და სხვ.                      
მატემატიკა

ვეფხვაძე N1,2 [49] , N5,6,7,8[50]

დამატებით:
კანფეტები პაკეტში
პაკეტში ორი დასახელების კანფეტებიადაუნახავადრა უმცირესი რაოდენობის კანფეტები უნდა ამოვიღოთ პაკეტიდანრომ მათ შორის აღმოჩნდეს:
1) ორი ერთნაირი დასახელების კანფეტი;
2) სამი ერთნაირი დასახელების კანფეტი.



რამდენი ბატია?
მიფრინავდა ბატების გუნდიერთი წინ და ორი უკანერთი უკან და ორი წინერთი ორს შორის და სამი მწკრივში.რამდენი ბატი მიფრინავდა?


მოდი კიდევ ვიმეცადინოთ  გადადი ლინკზე!
P.S.სამუშაო რვეული არ ჰქონდა: 1.ლუკას 2.ლუჩიას 3.დადუს 4.თორნიკეს 😡😡😡

среда, 11 октября 2017 г.

განწყობისთვის






ს/დ 12.10.17

მათემატიკა
რუხაძე__N5 (34) ვინც  ვერ მოასწრო მე-2 ,3 ე ც



დამატებით:
ოთახის კუთხეები
ოთახს აქვს ოთხი კუთხე. ყოველ კუთხეში ზის ერთი კატა. თითოეული მათგანი კი ხედავს სამ კატას.რამდენი კატაა ოთახში?პასუხი დაწერეთ კომენტარებში!

  • ქართული __ ,,იგავები "  ,,წერო და მელა - მოყოლით[25-26-27] ;დასაწერად წერითი სამუშაო! ( პარასკევისთვის)
  • კლასგარეშე__,,ახალ კვალზე"(14-16)(მომავალ ოთხშაბათს!
  • ხვალ გვაქვს გრამატიკა!!!
ეზოპეს ბიოგრაფია გაიხსენეთ [მოყოლით]  აქ

  • ბუნება __ მოსაყოლად : ,,სუნთქვა" , დასაწერად კ/პ.
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
  1. დღიური მოუწესრიგებელი აქვს გოგოლაძე , ოტიაშვილს :(((  ამ კვირის;
  2. დღიური არ ჰქონდა დათულიშვილს;
  3. კლსაგარეშე დაწერილი ჰქონდა მხოლოდ :

  • ლევანს;
  • თათულის;
  • თორნიკეს. :(((( დანარჩენმა რაო გვეზარებაო ? :((((






    გადავიკითხოთ :)

    [ I-II ] 2017\2018 ს.წ. III კლასი: ს/დ 17.10.16: ,,ევერესტის" პასუხები ამოცანა-1.......ა) ამოცანა-2.......ბ) ამოცანა-3.......დ) ამოცანა-4.......ა) ახალი ამოცანები: ...

    საკითხავი

    ნოდარ დუმბაძე იაკობის ,,დედაენაზე" ამბობდა , ეს წიგნი კი არა ერიაო.

    იაკობისთანა კაციც ერია.

    აუღელვებლად ვერასოდეს ვკითხულობ მის ერთ მოგონებას : 1968 წელია.თურქეთში,ქ.ბურსაში შეხვდება პატარა შავთავალწარბა ბიჭს, რომელსაც ქართველს მიამსგავსებს. ბიჭი მართლა ,, გურჯი" აღმოჩნდება, რასაც თარჯიმნის საშუალებით დაუდასტურებს.

    ქართული რატომ არ იციო, უსაყვედურებს მწერალი. ბიჭი მიზეზს ორი ქართული სიტყვით აუხსნის: ,,ნენეი მომიკვდა".

    მაშინ მწერალი აჩუქებს უძვირფასეს საოჯახო რელიკვიას --თაობებისგან გამოყენებულ , გაცრეცილ,,დედაენას" და ეტყვის __წაიღე , შენი იყოს ,ოღონდ ისწავლეო.


    ისეთი გრძნობა დამრჩა , თითქოს დედაჩემი ვაჩუქე და დედა გავუცოცხლეო,__წერს იგი .

    აი, ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იაკობის ,,დედაენასთან".



    იაკობიიაკობ გოებაშვილი

    понедельник, 9 октября 2017 г.

    ს/დ 10.10.17


    ქართული

    1. "სავარჯიშოები გასამეორებლად" გვ.24
    2. დაწერე სიტყვები ანბანის მიხედვით: დედა, ატამი, გოგრა, ეკალი, ბუდე, თოვლი, ზებრა, ვარდი.
    3. იხ. ეზოპე


    მათემატიკა

    1. დაეხმარეთ უფროსებმა გადაუტანეთ რვეულში
    2.რუხაძე N6,7(33)

    пятница, 6 октября 2017 г.

    09.10.17

    ამდენი გაფრთხილების მიუხედავად _ ყოველთვის ედოს ჩანთაში ეს ,, მოსწავლის რვეული" ( ვისაც უკვე ნაყიდი აქვს რა თქმა უნდა) მანც არ ჰქონდა დღეს _ სანდროს, თორნიკეს, ძაბახიძეს ( მე-2 ნაწილ აქვს 😔)დაჩის . თუ არ აპირებთ შეძენას(  ესეც უნდა ვიცოდე 😊), რათა ყოველ ჯერზე ბავშვს არ ვუსაყვედურო
    მათემატიკა


    1. #3,6 დასაწერად (31)
    2. ,,გაარკვიე რიცხვთა შედგენილობა"(31) და #7 -ზეპირად სავარჯიშოდ ;
    3. 6-7 - ზე გამრავლება ზირად, თან ძალიან კარგად.🤔.
    ბუნების ტესტი უნდა მოგეტანათ დღეს თავიდან გაკეთებული 
    არ შეუსრულებია :
    1. ცუცქირიძეს
    2. გოგოლაძე
    3. ბარბაქაძე
    4. ხუბერაშვილი
    5. მაკასარაშვილი
    6. გუსეინოვა
    7. კაშმაძე
    8. კაკაურიძე
    9. კუცია
    ყველა მშობელს ვთხოვ პასუხს , რაშია საქმე ? რისთვის ვწერ ამდენ ინფორმაციააააას და გაწვდით 😡😡😡? გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და პატივისცემა 😔

    ქართული:
    ,,კიდევ ერთი გამოცანა"ზეპირად,N3,4 (23) დასაწერად

    დღის წარმატებული





    четверг, 5 октября 2017 г.

    ს/დ 06.10.17

    ქართული გრამატიკა ხუთშაბათისთვის___ გვ.22 გრამატიკის გვერდი ,,სიტყვა და წინადადება"

    დაიმახსოვრე ⇓

    წინადადება სიტყვებისაგან შედგება. წინადადებაში შეიძლება იყოს ორი სიტყვა, სამი სიტყვა და მეტიც. კითხვის დროს წინადადების ბოლოს წერტილთან ვჩერდებით. წერის დროს წინადადების ბოლოს წერტილს ვსვამთ.

    1. დავალებაგადაიწერეთ წინადადება რვეულში და დასვით წერტილი.
        მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო
    2. დავალება. მოიგონეთ ერთი ორსიტყვიანი და ერთი ოთხსიტყვიანი წინადადება.

    ქართული ენა დედა წერტილი შვილი წერტილი 1-2 თავი
    მათემატიკა:
    1. რუხაძე N3,6 [29]
    (დამატებითი [ვისაც სურვილი გაქვთ]

    ოთხი ქალბატონი
    ოთახში სამი გოგონა და მათი სამი დედაასულ ისინი ოთხნი არიან.
    რა ნათესაურ კავშირში არიან ისინი ერთმანეთთან?



    • ბუნება __ მოსაყოლად : ,,რა არის სიცოცხლე," 

    среда, 4 октября 2017 г.

    განცხადება ❗

    ჩემო კარგებო, გერმანულის ორივე წიგნი ჯდება 9 ლარი. თანხა უნდა მიაწოდოთ ნინოს ( ლუჩიას დედა).
    ...რაც მალე შევკრებთ თანხას, მით მალე მოგვიტანენ წიგნებს.

    და კიდევ:
    ბავშვებს ჩააცვით თბილად!!!

    ს/დ 05.10.17

    მათემატიკა__

    გერმანული


    კლასგაერეშე
    1. ,, მაგ წიგნებს ჩაუკვირდით"
    2. ,,დიდი ხუთიანი"__ დაწერე ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ შენი შთაბეჭდილება (11.10.17) 
    გრამატიკა
    #2,3 გვ.7(პარაკევისთვის)

    ქართული:
    P.S. მოსწავლის რვეულში ნუ აკეთებთ წნასწარ ,გაკეთებული უნდა იყოს მე-9 გვერდის ჩათვლით❗❗❗
    1. "დედა წერტილი შვილი წერტილი" მე-2 თავი მოყოლით 
    2. რვეულში წერითი დავალება იქვე #8, 9, 10 (21)

    ბუნება ტესტი თავიდან სახლში
    წიგნში მონახონ პასუხები  !