გრამატიკა: დავალება 8 დეკემბრისთვის
არსებითი სახელის ბრუნვა
არსებითი სახელი სხვა სიტყვებთან დაკავშირებისას შვიდნაირად იცვლება დაბოლოების მიხედვით. სახელის შვიდნაირად ცვლილებას დაბოლოებათა მიხედვით ბრუნება ეწოდება, თითოეულ სახეს კი ბრუნვა ჰქვია.
ქართულში შვიდი ბრუნვაა. ეს ბრუნვებია:
სახელობითი, მოთხრობითი, მიხემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი და წოდებითი.
თვითოეულ ბრუნვას თავისი ნიშანი აქვს. ეს ნიშნებია:
ბრუნვის დასახელება | ბრუნვის ნიშანი |
სახელობითი | -ი |
მოთხრობითი | -მა |
მიცემითი | -ს |
ნათესაობითი | -ის |
მოქმედებითი | -ით |
ვითარებითი | -ად |
წოდებითი | -ო |
სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშანი დაერთვის, ფუძე ჰქვია. ფუძე რომ მოვნახოთ, სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში, ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და, რაც დარჩება, ის იქნება ფუძე.
სახელის ფუძე ან თანხმოვანზე ბოლოვდება, ან - ხმოვანზე. ამის მიხედვით არსებობს თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი არსებითი სახელები
- დავალება. აბრუნეთ ქვემოთ დასახელებული არსებითი სახელები :
არწივი. მტრედი. ამხანაგი.
2. დავალება. დაუმთავრებელ სიტყვებს დაურთეთ საჭირო ბრუნვის ნიშანი .
სადღაც ქათამ... დაიკაკანა. (გამს.). 2. ირმები დიდრონ ხეებს აცლიდნენ ხავს... (ვაჟა). 3. ცა ქუდ... არ მიაჩნია და დედამიწა - ქალამნ... (წერ.) 4. აკაკი თამაშ... ჩაერია (გვეტ.). 5. ირმამ მახლობელ ვაზ... მკვრივი მტევანი მოწყვიტა. (გვეტ.).
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!