სხვა გვერდები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იკითხეთ უცხო ტექსტები ყოველდღე❗��
!







среда, 13 декабря 2017 г.

ზოგადი განათლება

პეპლების ცხოვრება

პეპლები მწერების ყველაზე ლამაზი და საოცარი წარმომადგენლები არიან. რამდენ ხანს ცოცხლობენ ისინი?
როდესაც ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, პეპელა დებს რამდენიმე ასეულ, ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ათასეულ კვერცხს. ზოგიერთი მათგანი კვერცხს დებს ამათუიმ მცენარეზე. მომავალში, როდესაც კვერცხებიდან მატლები გამოიჩეკებიან ეს მცენარე მათი თავშესაფარი და საკვები გახდება. ზოგიერთი პეპელა კვერცხებს ნიადაგში დებს, ზოგიც ფრენის დროს ფანტავს. კვერცხში ჩანასახის განვითარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ერთი 
მხრივ, კლიმატურ პირობებზე, მეორე მხრივ, პეპლის სახეობაზე. ეს პროცესი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. განვითარების პერიოდი განსაკუთრებით ხანგრძლივია მაშინ, როდესაც სახეობა კვერცხის ფორმით იზამთრებს.
კვერცხებიდან გამოჩეკილ მატლებს სამი წყვილი დასახსრული ფეხი და რამდენიმე წყვილი “ცრუ” ფეხი აქვთ. მათი საშუალებით ისინი გადაადგილდებიან ან ეჭიდებიან რაიმე საყრდენს. მატლები ინტენსიურად იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. ზრდის პროცესში მათი გარეთა საფარველი თანდათანობით “ვიწრო” ხდება, ამიტომ ისინი რამდენიმეჯერ იცვლიან კანს.
როდესაც სიცივეები მოახლოვდება, მატლების უმრავლესობა სპეციალური ნივთიერების გამოყოფას იწყებს, რომელიც ჰაერზე მაგრდება და მკვრივდება. ამ ნივთიერებისაგან ისინი ამზადებენ ერთგვარ პარკს, რომელშიც თავად იბუდებენ და ჭუპრად გადაიქცევიან. ჭუპრის ფორმა დამოკიდებულია პეპლის სახეობაზე. უმრავლეს შემთხვევაში სხეული მთლიანად აღმოჩნდება დაფარული უცნაური საფარველით. ჭუპრის სტადიაზე მწერი იძენს ყველა იმ ნიშან–თვისებას, რომელიც გააჩნია ზრდასრულ პეპელას, ვითარდება კუნთები და ფრთები. ჭუპრები არ მოძრაობენ, როგორც წესი ისინი მიმაგრებულები არიან ტოტებზე, ფოთლებზე, სხვადასხვა საგნებზე. ჭუპრის სახით პეპლები იზამთრებენ. როდესაც დგება გაზაფხული, ჭუპრიდან თავისუფლდება სრულიად განსხვავებული ნიშნების მქონე ახალგაზრდა პეპელა. მის ფრთებში მოძრაობას იწყებს სისხლის მსგავსი სითხე – ჰემოლიმფა. პარკისგან განთავისუფლებული პეპელა მზადაა გასაფრენად. ის სწრაფადვე  მზადაა კვერცხების დასადებად. ამ ლამაზი არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებს ძირითად მოვალეობას - დადებს კვერცხებს. ჩვეულებრივ, პარკიდან გამოს­ვლის შემდეგ პეპელა ცხოვრობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: ზოგიერთი სახეობისათვის სიცოცხლის ხანგრძლივობამ შესაძლოა10 თვესაც კი მიაღწიოს.



   

 ერთხელ ერთმა კაცმა პეპლის კვერცხი იპოვა, ფრთხილად გაახვია პატარა ფოთოლში და სახლში წაიღო. ერთ დღესაც კვერცხს პატარა ბზარი გაუჩნდა. კაცი იჯდა და უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა პეპელა ნაპრალიდან გამოსვლას.
საშველი არ ჩანდა, კაცს კი ცნობისმოყვარეობა სტანჯავდა და გადაწყვიტა დახმარებოდა პეპელას კვერცხიდან გამოსვლაში. კაცმა დანა აიღო და კვერცხის ბზარი გააფართოვა. ამის შემდეგ კი პეპელა უპრობლემოდ გამოვიდა კვერცხიდან.
თუმცა იგი ძალზედ უცნაურად გამოიყურებოდა და სუსტითითქოს სიცოცხლეგამოცცლილი ფრთები ჰქონდა.კაცმა განაგრძო პეპელას ცქერა იმ იმედით, რომ იგი ფრთებს გაშლიდა და თავის სხეულს მაღლა აიტაცებდა, მაგრამ ეს არ მომხდარა. ფაქტია, რომ პეპელამ მთელი თავისი დარჩენილი, მოკლე სიცოცხლე უღონო მდგომარეობაში გაატარა და ვერასოდეს შეძლო ფრენა.
კეთილმა კაცმა ვერ გაანალიზა, რომ თავისი სიკეთით მან პეპელას ხელი შეუშალა იმაში, რომ ეფრინა. კვერცხის პატარა ბზარიდან გამოსვლა ბუნებრივი, ღმერთის მიერ შექმნილი პროცესი და გზა იყო, რომელიც ამ პეპელას უნდა გაევლო, იმისათვის, რომ როდესაც გარეთ გამოვიდოდა უკვე შესძლებოდა ფრენა.
დაბრკოლებები და მათი გადალახვა, ზუსტად ისაა, რაც ყველა ჩვენთაგანს გვჭირდება ცხოვრებაში. და თუ ღმერთი მოგვცემს შანსს იმისა, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების გარეშე განვლოთ , მაშინ ვერც ძლიერ ადამიანებად ჩამოვყალიბდებით და ვერც ვერასოდეს შევძლებთფრენას”…

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარის გაკეთებისთვის ,,პროფილში" ანუ აქПодпись комментария: - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный ,(თუ არ გაქვთ "ექაუნთი " google- ში შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
;კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი !

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!